ახალი ამბები
ქუთაისში მოსახლეობა სკვერების მდგომარეობით უკმაყოფილოა -NDI-ის კვლევის შედეგები
FaceBook
63 პროცენტი უკმაყოფილებას გამოთქვამს უბანში სკვერების მდგომარეობით. გამოკითხულიდან კმაყოფილი მხოლოდ 26 პროცენტია.



ქუთაისში მოსახლეობა უბნებში ბაღებისა და სკვერების მდგომარეობით უკმაყოფილოა. რამდენად კმაყოფილები ხართ თქვენს უბანში გამწვანებული სივრცეების, როგორებიცაა პარკები და ბაღების მდგომარეობა? - გამოკითხულიდან 10 პროცენტი ამბობს, რომ საერთოდ არ არსებობს ბაღები და სკვერები მათ უბანში,  63 პროცენტი უკმაყოფილებას გამოთქვამს უბანში სკვერების მდგომარეობით. გამოკითხულიდან კმაყოფილი მხოლოდ 26 პროცენტია.
ეს შედეგები აჩვენა მიმდინარე წლის აგვიტოსში NDI-ის მიერ "საზოგადოების განწყობა საქართველოში" კვლევის ფარგლებში ქუთაისში ჩატარებულმა შედეგებმა. აღნიშნულის გარდა, NDI-იმ გამოკითხვა სხვადასხვა საკითხებთან ერთად, ქუთაისის მერის შოთა მურღულიას მუშაობაზეც ჩაატარა. ორგანიზაციამ აღნიშნული შედეგები "საზოგადოების განწყობა საქართველოში" კვლევის ფარგლებში აჩვენა.
კვლევის მიზანია ქვეყანაში ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბება, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე.
საველე სამუშაოები 8 აგვისტოდან – 10 სექტემბერის ჩათვლით განხორციელდა. წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით, სოფლის ტიპის დასახლებებში, ასევე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებშიც ჩატარდა. ასევვე, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თვითმმართველ ქალაქებშიც თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში - მოხდა. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3,01%. 

კვლევის შედეგები ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ.

ამავე თემაზე:

ორი წლის შემდეგ უკეთესი მდგომარეობა იქნება - NDI-ის კვლევის შედეგები

შოთა მურღულიას მუშაობას 46 პროცენტი საშუალოდ აფასებს -NDI-ის კვლევის შედეგები
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ
დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს
თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.
16:49 / 10.09.2026

„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი
საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და
მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ
არის.
14:16 / 07.09.2026
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის  გაჭიანურებული რეაბილიტაციისა და მოსწავლეებისთვის სწავლის გაგრძელების საკითხი მათი კომპეტენცია არ არის.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.