ახალი ამბები
გენდერული მიდგომა განათლების სისტემაში - დისკუსია ქუთაისის გენდერის მედიაცენტრში
FaceBook
გენდერული ასპექტები განათლების სფეროში ნაკლებად შესწავლილია საქართველოში.

გენდერული ინიციატივები განათლებაში - იქცა მორიგ თემად დისკუსიისა, რომელიც ქუთაისის გენდერის მედიაცენტრში გაიმართა. მომხსენებელმა პედაგოგთა კავშირის "განათლება და სამყაროს" თამჯდომარემ ნანული რამიშვილმა ისაუბრა იმ ინიციატივებზე, რომლებიც სკოლამდელი და სასკოლო აღზრდის საკითხებთან გახლდათ კავშირში.
ნანული რამიშვილი შეეხო თემებს - რას ნიშნავს გენდერული მიდგომა, გენდერული ბიუჯეტირება, გენდერული განათლება და მათ განსაკუთრებულ საჭიროებას გაუსვა ხაზი. მან ისიც აღნიშნა, რომ გენდერული ასპექტები განათლების სფეროში ნაკლებად შესწავლილია საქართველოში. შესაბამისად ნაკლებად ხდება გენდერული ასპექტების გათვალისწინება და გამოყენება სკოლამდელ და სასკოლო აღზრდის პროცესში.
ბავშვებსა და მოზარდებს ნაკლები ინფორმაცია აქვთ საკუთარ გენდერზე, არ იცნობენ საკუთარ სხეულს და ეს ხდება ბევრი პრობლემის მიზეზი, მათ შორის ნაადრევი ქორწინებების, აღინიშნა შეხვედრაზე.
დისკუსიაზე საუბარი საკანონმდებლო ინიციატივებსაც შეეხო.
"ამ საკითხების მიხედვით უნდა შედგეს დოკუმენტი და როდესაც მოხდება მომდევნო წლის ბიუჯეტის დაგეგმვა, უნდა აისახოს ეს საკითხები ბიუჯეტში. ჩვენი გენდერის მედიაცენტრი შეეცდება ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ადგილობრივ თვითმმართელობასთან გაწიოს  განათლების სისტემაში გენდერული მიდგომების ადვოკატირება", - აღნიშნა ქუთაისში გენდერის მედიაცენტრის დირექტორმა ქეთი ბერძენიშვილმა.
ღონისძიება იმართება პროექტის "აირჩიე თანასწორობა" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის" "საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის" მხარდაჭერით.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.