ახალი ამბები
მოსახლეობის 53%-ს სჯერა, რომ რწმენა მორწმუნეებს კორონავირუსისგან იცავს - NDI-ის კვლევა
FaceBook
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 53 პროცენტს სჯერა, რომ რწმენა მორწმუნეებს კორონავირუსით დაინფიცირებისგან იცავს.
მოსაზრებას, "რწმენა იცავს ჩემი რელიგიის მორწმუნეებს კორონავირუსით დაინფიცირებისგან" მოსახლეობის 38% არ ეთანხმება, ხოლო 9% ამბობს, რომ არ იცის.

ამავე კვლევის მიხედვით, მართლმადიდებლების მხოლოდ 10%-მა განაცხადა, რომ წელს ეკლესიაში სააღდგომო მსახურებას დაესწრო.

აღნიშნული კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1,550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

NDI-ის სრული კვლება ნახეთ აქ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
უწყვეტი პროტესტის 71-ე დღეს, ჭიათურაში მასშტაბური აქცია
მიმდინარეობს.
15:40 / 09.05.2025
უწყვეტი პროტესტის 71-ე დღეს, ჭიათურაში მასშტაბური აქცია მიმდინარეობს.
„ჩვენ ვაპირებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს
არჩევნების მოგებას
12:55 / 09.05.2025
„ჩვენ ვაპირებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებას", - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.