ტყიბულში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ამფითეატრმა მოხალისეობის ფორუმს უმასპინძლა.
ფორუმზე, ორგანიზაცია „ორბელიანი საქართველოს“ კოორდინირებითა და
გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით ტყიბულსა და
ჭიათურაში მიმდინარე ახალგაზრდული იდეების კონკურსის შედეგები,
შეჯამდა.

ახალგაზრდებს შესაძლებლობა ქონდათ 5 იდეის განხორციელებისათვის მიეღოთ დაფინანსება.
ფორუმზე წარმოდგენილი იყო კონკურსში გამარჯვებული სამი პროექტი - „ჩვენი სკვერი ნიკნეულაზე“, „TDDF-ის STEM კლუბი“ და „წიგნის სკვერი“.

პროექტმა „TDDF-ის STEM კლუბი“ კიდევ ერთი ჯილდო აიღო. მან დაფინანსებულ პროექტებს შორის „ორბელიანის“ ვებსაიტზე გამართულ კონკურსში გაიმარჯვა. ახალგაზრდული იდეის „TDDF-ის STEM კლუბის“ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელს, დანიელ გელანტიას ფულადი პრიზი გადასცეს.
ფორუზე, ასევე დაჯილდოვდნენ ჭიათურისა და რუსთავის პროექტებს შორის გამარჯვებულებიც.


ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.




მასალის გამოყენების პირობები