ახალი ამბები
“ნუ მოკლავ ჭიათურას” - მდუმარე აქცია
FaceBook
ჭიათურაში არსებულ პრობლემებს ახალგაზრდები მდუმარე აქციით აპროტესტებენ.

პრობლემათა  ჩამონათვალში მოხვდა 11 საბაგირო, რომელიც 2019 წლის შემდეგ აღარ მუშაობს, ასევე, ჭიათურის რამდენიმე სოფელი, სადაც კერძო კომპანიები ღია წესით მოიპოვებენ მადანს, რის გამოც გადათხრილია სოფლები.
აქციის მონაწილეთა თქმით, 1200 ჰექტარს აღემატება იმ ტერიტორიის ფართობი, სადაც მადნის ამოღება ხდება, კომპანიები კი მიწების რეკულტივაციის ვალდებელებას აღარ იღებენ, რაც სამუშაოების დასრულების შემდეგ მიწის გადასწორებას გულისხმობს.


"ის, რაც ხდება ჭიათურაში, არის ჩვენი შესაცვლელი და ამას არავინ არ გააკეთებს ჩვენს გარდა. ჩვენი აქციის სახელწოდება "ნუ მოკლავ ჭიათურას" სწორედ იმას ეხმიანება, რომ ამ უმოქმედობით ჩვენი ქალაქი კვდება",- ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნოდარ ჩაჩანიძე.

მდუმარე აქცია "მმართველობის მონიტორინგის ცენტრისა" და "მომავლის ჭიათურის" მიერ არის ორგანიზებული.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.