ახალი ამბები
თეატრიდან პოლიტიკაში - თორნიკე მარჯანიშვილი ოპოზიციური პარტიის ქუთაისის ოფისს უხელმძღვანელებს
FaceBook
პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" ქუთაისის ოფისს, ოპერის თეატრის დირექტორი, თორნიკე მარჯანიშვილი უხელმძღვანელებს.

მარჯანიშვილი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ ეს დროებითია და ის ოფიციალურად ამ პოზიციაზე არ იმუშავებს, თუმცა, არ უარყოფს, რომ ყველა ორგანიზაციულ საკითხს თავად აგვარებს. უფრო მეტიც, პარტიის საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული მისი მეუღლე მარინა მარჯანიშვილი, რომელიც პარალელურად,  მერიის ააიპ "მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლის" დირექტორია. რაც შეეხება პარტიის ახალგაზრდულ ფრთას, უკვე გადაწყვეტილია, რომ ამ მიმართულებას მათი ვაჟი ჩაიბარებს.



პარტიის ლიდერი მარიამ ჯაში, ქუთაისიპოსტთან საუბარში პარტიის დაფუძნებაში მარჯანიშვილების ოჯახის განსაკუთრებულ დამსახურებას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ თორნიკე მარჯანიშვილთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები აქვთ, რაც, სავარაუდოდ, მისი ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენას გულისხმობს.

შესაძლო მაჟორიტარობას არ გამორიცხავს არც თავად თორნიკე მარჯანიშვილი და ამბობს, რომ პარტიის შეთავაზებაზე, წინასაარჩევნოდ დახმარებოდა, ერთი წამითაც არ დაფიქრებულა.

"რა თქმა უნდა, წამითაც არ დავფიქრებულვარ, როცა გადაწყვიტეს პარტიის დაფუძნება და გვითხრეს. ამის შემდეგ ვინ სად იქნება და ვინ რას გააკეთებს, ეს ჯერ არ ვიცი, მაგრამ შეიძლება ითქვას, გასაღები მე მაქვს ამ წუთში. ორ კვირაში, ალბათ, ყველაფერი დალაგდება. რაც შეეხება მაჟორიტარობას, დასაფიქრებელია, იმიტომ, რომ ეს არ არის ადვილი გადაწყვეტილება", - ამბობს ოპერის თეატრის დირექტორი.

რაც შეეხება პარტიის სამომავლო გეგმებს, მარიამ ჯაშის თქმით, პარტია მთავარ ძალად ადამიანურ რესურსს მიიჩნევს და არა ფინანსურს.

"ჩვენ ფინანსურ კაპიტალს ვუპირისპირებთ ჩვენს ძლიერ ადამიანურ კაპიტალს და სწორედ ამიტომ გვაქვს საზოგადოების მხარდაჭერის იმედი. აქ არის გუნდი, რომელიც ორიენტირებულია ააშენოს ძლიერი, სამართლიანი და ხალხის კეთილდღეობაზე ორიენტირებული სახელმწიფო",- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ქუთაისში გახსნილი ოფისი პარტიის პირველი რეგიონალური წარმომადგენლობაა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების
წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და
საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.
12:12 / 25.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები, ზაზა ლომინაძის შემდეგ, შეხვედრაზე ქუთაისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს იწვევენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.