ახალი ამბები
დღეიდან პედაგოგთა გამოცდები დაიწყო
FaceBook
პედაგოგთა საგამოცდო პროცესი დღეს დაიწყო.

ქუთაისში პედაგოგთა გამოცდებისთვის სამი  ცენტრია გამოყოფილი ( N1 , N23 , N41 საჯარო სკოლები) .

სამ საგამოცდო ცენტრში სულ 860 პედაგოგობის მსურველი დარეგისტრირდა, აქედან გამოცდაზე 781 გავიდა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილის, ეკა დგებუაძის თქმით, წელს მასწავლებელთა უპრეცენდენტო რაოდენობაა დარეგისტრირებული გამოცდებზე.

''რაოდენობა კარგი მაჩვენებელია იმისა, რომ ბევრ ადამიანს აქვს სისტემაში შესვლის სურვილი, განათლების სამინისტრო ხელს უწყობს ამ ადამიანების პროფესიულ განვითარებას''.

მასწავლებლობის მსურველები პირველ გამოცდას ქართულ ენაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში აბარებენ. მათთვის საგამოცდო ცენტრები ბათუმში, ქუთაისში, ოზურგეთში, ფოთში, ახალციხეში, თბილისსა და რუსთავშია გახსნილი, ტესტირება ერთ სესიად დღის პირველ ნახევარში ტარდება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება ხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე.

ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილია გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება მინიმუმ 2 მეტრია, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი - 1 მეტრი.

მაგიდებზე არსებული დამცავი ფარების, თერმოსკრინინგის, შესაბამისი დისტანციის დაცვისა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულება იძლევა საშუალებას, გამოსაცდელებს საგამოცდო მაგიდასთან ადგილის დაკავების შემდეგ, პირბადის გარეშე მიეცეთ გამოცდის დაწერის შესაძლებლობა.


მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მსურველთა ხელშეწყობის მიზნით, 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირებულ მაძიებელ მასწავლებლები და სისტემაში შემოსვლის მსურველები გამოცდას 2020 წლის ზაფხულში აბარებენ, რომელიც 22 ივლისიდან - 30 ივლისის ჩათვლით ტარდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის
წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე
თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
17:11 / 01.05.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია ''მედიაომბუდსმენი'' ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტებზე თავდასხმების ფაქტებზე ავრცელებს განცხადებას.
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე
აქციის დარბევას ეხმაურება.
13:27 / 01.05.2024
არასამთავრობო სექტორი წუხელ, 30 აპრილს რუსთველზე გამზირზე მიმდინარე აქციის დარბევას ეხმაურება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.