ახალი ამბები
რას ამბობს მეშახტე, რომელმაც თვითდაზიანება მიიყენა
FaceBook
ტყიბულში, ძიძიგურის შახტში დასაქმებული, რომელმაც პროტესტის ნიშნად, შახტის გენერალური დირექტორის კაბინეტში თვითდაზიანებები მიიყენა, ამბობს, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს.
ამირან ბოჭორიშვილი ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტავს, რომ ბრონქიტი, რომელიც ანალიზების შედეგად დაუდგინდა, ყველა მწეველს აქვს და ამაში საგანგაშო არაფერია.

"ბრონქიტი აქვს ყველას შახტში. 40 წელი ვიმუშავე მეშახტედ და ასეთი დამოკიდებულების ღირსი ვიყავი? მარტო მე წამიყვანეს შემოწმებაზე პატიმარივით. 900 ლარი მქონდა ხელფასი, მაშინაც ვსესხულობდი და ახლა 300 ლარიან სამუშაოზე გადამიყვანეს. შვილებს და შვილიშვილებს ხომ უნდა კვება".

65 წლის ამირან ბოჭორიშვილი 40 წელია ძიძიგურის შახტში სამთო მოპოვებით სამუშაოებზეა დასაქმებული. მისი კონკრეტული სამუშაო 400 მეტრ სიღრმეში ჩასვლა და ქვანახშირის მოპოვებაა.

უსაფრთხოების მიზნით, შახტის ადმინისტრაცია საპენსიო ასაკს მიღწეული მეშახტეების სამედიცინო შემოწმებას ახორციელებს. სწორედ, ამ შემოწმების შედეგად გაირკვა რომ ამირან ბოჭორიშვილს ბრონქიტი აქვს, რის გამოც მას სხვა პოზიციაზე გადასვლა შესთავაზეს, სადაც  ხელფასი სამჯერ ნაკლებია. მეშახტის პროტესტი სწორედ ამან გამოიწვია.

ტყიბულის შახტის ადმინისტრაციის განმარტებით, ამირან ბოჭორიშვილი ძველ პოზიციაზე მუშაობას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ შეძლებს.  შპს "საქნახშირის" დირექტორის მოადგილე შრომის უსაფრთხოების საკითხებში, ავთანდილ ბოჭორიშვილიჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ კომპანიაში დასაქმებულები როცა საპენსიო ასაკს აღწევენ, ჯანმრთელობის შემოწმებას გადიან და ასე მოხდა ამირან ბოჭორიშვილის შემთხვევაშიც.

"მოვიდა სამედიცინო დასკვნა, რომელიც არ აძლევდა მას საშუალებას ჩასულიყო შახტში, რადგან ჯანმრთელობიდან გამომდინარე იყო საფრთხისშემცველი. ჩვენ გავაცანით ეს, რომელიც გააპროტესტა და თქვა რომ არ ეთანხმებოდა. მივეცით ერთი კვირის ვადა, თუ სურვილი ექნებოდა დამატებით კიდევ სხვაგან გაევლო კომისია. გაიარა ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში და იგივე დიაგნოზი დაუსვეს".

ბრონქიტი ბრონქებისა და ბრონქიოლების (წვრილი ბრონქების) ლორწოვანი გარსის ანთებაა. იგი სასუნთქი ორგანოების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება გახლავთ და რესპირაციული (სასუნთქი) ტრაქტის პათოლოგიათა ყველა შემთხვევის სულ ცოტა მესამედს შეადგენს.


ქუთაისის ახალი ინფექციური კლინიკა "ლჯ და კომპანიის" ექიმი, მაია ვარდანაშვილი განმარტავს, რომ ბრონქიტის დროს შახტში მუშაობა სასურველი არ არის.

"ბრონქიტი არის ქრონიკული და მწვავე. თუკი სუნთქვის უკმარისობა აქვს ადამიანს და მწვავე ფორმითაა, ის ისედაც ვერ ჩავა შახტში. გააჩნია, რა ფორმით აქვს", - აბობს მაია ვარდანაშვილი.

ამირან ბოჭორიშვილს შახტის ადმინისტრაციის ახალ ხელშეკრულებაზე ხელი ჯერ არ მოუწერია. შესაბამისად, ჯერჯერობით გაურკვეველია, რა პოზიციაზე იმუშავებს 65 წლის მეშახტე.

უფროსის კაბინეტში მომხდარ ინციდენტზე კი, გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


ფოტო: მთავარი არხის სქრინი

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.