ახალი ამბები
„ქუთაისიპოსტმა“ 1 წლის იუბილეზე საჩუქრები დაარიგა
FaceBook

"ქუთაისიპოსტის" ერთი წლის იუბილეს ერთგვარი სოციალური აქციის ხასიათი მიეცა.


"ქუთაისიპოსტის" იუბილე ქალაქის ცენტრალურ ბაღში აღინიშნა. (ფოტოები იხილეთ აქ)

"ქუთაისიპოსტის" ერთი წლის იუბილეს ერთგვარი სოციალური აქციის ხასიათი მიეცა. საიუბილეო ივენთს მოწვეულ სტურებთან და აქტიურ მკითხველებთან ერთად ბევრი შემთხვევითი ადამიანი შეუერთდა.

ერთი წლის იუბილეზე "ქუთაისიპოსტმა" რამოდენიმე საჩუქარი დაარიგა, რომლის გაცემაც სამი ორგანიზაციის დახმარებით გახდა შესაძლებელი - "ქუთაისიპოსტს" მხარდაჭერა გამოუცხადა ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკამ, ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანია "ორიგამი ჯგუფმა" და არტ კაფე ბლუზმა.

სამი კატეგორიის საჩუქარი "ქუთაისიპოსტის" რედაქციამ პრიორიტეტების მიხედვით გამოკვეთა.

პირველი სოციალური თემა გახლდათ, როგორც „ქუთაისიპოსტის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული სფერო.

სააგენტომ ერთი წლის მანძილზე გაშუქებული სოციალური საკითხებიდან, ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ალბერტანი ჩხაიძის თემა გამოარჩია, რომელიც უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. ალბერტანი ჩხაიძეს ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკამ 100 ლარი გადასცა.

საჩუქრები ერგოთ ასევე "ქუთაისიპოსტის" ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული რუბრიკის "მოქალაქის პოსტი ქუთაისიპოსტზე" რესპონდენტებს.

რუბრიკის ფარგლებში ერთი წლის მანძილზე მომზადებული ვიდეომასალებიდან ყველაზე რეიტინგულ ვიდეოს რესპოდენტად დავით ლიკლიკაძე დასახელდა. დავით ლიკლიკაძე კაფე-ბარ "ბლუზის" მიერ დაწესებული 50 ლარიანი ვაუჩერით დაჯილდოვდა.

რუბრიკა "მოქალაქის პოსტი ქუთაისიპოსტზე" სხვა რესპოდენტებისთვის კიდევ ერთი საჩუქარი ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანია "ორიგამი ჯგუფმა" გამოყო. "ორიგამი ჯგუფის" მიერ შეძენილი "ვულე ვუს" 50 ლარიანი ვაუჩერი, ადგილზე სიურპრიზად გათამაშდა "მოქალაქის პოსტის“ რესპოდენტებს შორის. კენჭისყრის წესით იგი "თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს გოგი წულაიას ერგო, რომელიც ასევე გახლდათ რუბრიკის სტუმარი.

საინფორმაციო პორტალი "ქუთაისიპოსტი" დამოუკიდებელი, საინფორმაციო-ანალიტიკური, მულტიმედია ინტერნეტ გამოცემაა, რომელიც აშუქებს ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.

"ქუთაისიპოსტმა" 2014 წლის 15 ოქტომბრიდან დაიწყო ფუნქციონირება, ცარიელი ხელებით, ყოველგვარი ტექნიკის გარეშე, თუმცა დიდი ენთუზიაზმით და მოტივაციით. აირექსის ახალი მედიის პროგრამაში მიღებული ცოდნით, შევძელით მხოლოდ ვორდპრესის ძრავზე მოქმედი ბლოგის შექმნა (www.kutaisipost.wordpress.com).
მიმდინარე წლის 12 თებერვლიდან ჩვენმა გუნდმა შეძლო ვებ-გვერდზე (www.kutaisipost.ge) ფუნქციონირების გაგრძელება. ბოლო ერთი კვირაა ქუთაისიპოსტი, IREX-ის მხარდაჭერით ახალ ვებ-გვერდზე გადავიდა. აღნიშნული მხარდაჭერა "ქუთაისიპოსტმა" IREX-ის M-TAG პროგრამის ფარგლებში მიიღო. "ქუთაისიპოსტი" IREX-ის მიერ აღნიშნული პროგრამის რეგიონალურ მედიაპარტნიორად იქნა არჩეული.

დაარსების დღიდან დღემდე "ქუთაისიპოსტს" მხარდაჭერას უცხადებს ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" მედიის მხარდამჭერი პროგრამა. ფონდმა მეორედ გასცა გრანტი "ქუთაისიპოსტის" საქმიანობის ხელშეწყობისა და ტექნიკური უზრუნველყოფისათვის.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ,
რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.
13:41 / 29.04.2024
დღეს, 29 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება.
12:09 / 29.04.2024
"ქართული ოცნების'' მიერ დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე პარტიის აქტივისტები, საჯარო მოხელეები და სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის თანამშრომლები ქუთაისიდან თბილისში გაემგზავრნენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.