ახალი ამბები
"რეაგირება დავაგვიანეთ" - რას ყვებიან ქუთაისში მოკლული ქალის მეზობლები
FaceBook
ქუთაისში, 18 ივლისს,  გვიან ღამით მოკლული ქალის მეზობლები დააგვიანებულ რეაგირებაზე საუბრობენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ საპატრულო პოლიციას ქალის შემზარავი კივილიდან მხოლოდ ორი საათის შემდეგ დაურეკეს.

ნატალი პატარიძე იმ კორპუსში ცხოვრობს, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა. ის ჰყვება, რომ სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს მეზობლის ბავშვმა უთხრა, რომ ქალი კიოდა და დახმარებას ითხოვდა.

"მაშინვე ქალის კარზე დავაკაკუნე, თან გავძახე თუ დახმარება გჭირდება აგერ ვარ-მეთქი. ხმა, რომ არავინ გამცა ტელეფონის ნომერი იქვე გარეთ დავტოვე. თურმე ამ დროს ყველაფერი დამთავრებული იყო. მხოლოდ ამის შემდეგ გამოვუძახეთ პატრულს. როგორც გაიგონეს ყვირილი, მაშინვე რომ გამოეძახებინათ შესაძლოა, გადარჩენულიყო", - ამბობს ნატალი პატარიძე.

ის თვლის, რომ ქალის მიმართ გულგრილობა მეზობლებმაც გამოიჩინეს.

ადგილობრივების თქმით, გოგონას დანით იმდენი სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, რომ მაინც ვერ გადარჩებოდა. თუმცა, აღიარებენ, რომ საქმეში თვითონაც გვიან ჩაერთნენ.

"რეაგირება დავაგვიანეთ, ჩვენც. შებინდებულიც არ იქნებოდა, ღია ფანჯრიდან ქალი ყვიროდა "მიშველეთო", მეზობლის ბიჭები ყველანი აცვივდნენ, მაგრამ ბინის კარი ჩაკეტილი იყო, ხმაც არ გამოდიოდა და ვიფიქრეთ, რომ კონფლიქტი ამოიწურა. მაგრამ ერთი საათი, მეორე საათი, რომ არ გამოჩნდა შევშფოთდით. ჯერ სამაშველოს დავურეკეთ
კარი რომ გაეღო და მერე პატრულს. საგანგებო რომ მოვიდა გვითხრა რომ პატრულის გარეშე ვერ შეამტვრევდა ამის უფლება არ ქონდა, პატრულმაც, თავის მხრივ, ნახევარი საათი დააგვიანა", - გვიყვება ერთ-ერთი მეზობელი.

მათი თქმით, ქალს სასიკვდილო ჭრილობა ყელის და მუცლის არეში ქონდა მიყენებული.

მოკლული ქალის მეზობლები ამბობენ, რომ დაახლოებით, 30 წლამდე ასაკის ქალი, 12 წლის შვილთან და მეგობარ გოგოსთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. ტრაგედიის ღამეს კი ქალი მარტო იყო.

მათი თქმით, ქალმა ტრაგედიმდე ცოტა ხნით ადრე შვილი ეზოში ჩააცილა. 

"შვილი ეზოში გამოაცილა, აბა შენ იცი ჭკვიანადო, ეს იყო მისი ბოლო სიტყვა, რომელიც შვილს უთხრა".

მომხდართან დაკავშირებით მეზობლებს უჭირთ ვერსიებზე საუბარი. მათი თქმით, ახალგაზრდა ქალი მათ ბინაში ახალგადმოსული იყო და არც არავინ შეუნიშნავთ უცხო პირი მასთან სტუმრად მისული.

უცხო არც ტრაგედიის ღამეს შეუნიშნავთ. როგორც მეზობლები აცხადებენ, ახალგაზრდა ქალი მხოლოდ ერთ მეზობელთან, ცოლ-ქმართან მეგობრობდა.

"ყველაზე საოცარი ის არის, რომ არავინ შეგვინიშნავს სადარბაზოდან რომ გამოსულიყო უცხო მამაკაცი, ფანჯრიდან რომ გადამხტარიყო ჩვენც შევხედავდით".

ამ დროისთვის ყველა მეზობელი დაკითხულია.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის 108–ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

###

ქალის მკვლელობის ეს ფაქტი 2020 წელს ჩადენილი ქალთა მკვლელობის მეათე შემთხევევაა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2019 წელს ქალის მკვლელობის 19 ფაქტი მოხდა, საიდანაც, ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი იყო 10 2018 წელს გამოვლინდა ფემიციდის 22 შემთხვევა.
2017 წელს - 28 .

ფემიციდის ყველაზე მეტი შემთხვევა 2014 და 2016 წლებში გამოვლინდა. 2014 წელს 35 ქალი მოკლეს, 2016 წელს - 32.

მკვლელები უმეტესად ქმრები, ყოფილი ქმრები, ან პარტნიორები არიან.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.