ახალი ამბები
ქუთაისში შვიდი დღეა კორონავირუსი არ დაფიქსირებულა
FaceBook
ერთი კვირაა ქუთაისში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
დღეს კლინიკა კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. საავადმყოფოში მკურნალობას ახლა მხოლოდ სამი პაციენტი აგრძელებს. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ 19-ისგან სულ 49 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 018 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 895 ადამიანი, 15 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5 497 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 249, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო,
განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით
შეზღუდულია.
12:21 / 02.05.2024
„ქუთაისქალაქობა 2024-ის’’ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების გამო, განსაზღვრულ ადგილებში, სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.