ახალი ამბები
სიპებსა და აიპებში გზააბნეული მერია
FaceBook
ქუთაისის მერიამ ოთხი მცდელობის მიუხედავად ვერ გაარკვია აქვს  თუ არა უფლება ისეთი სამსახური შექმნას, რომელიც მოქალაქეებს მშენებლობის ნებართვაზე ფასიან მომსახურებას გაუწევს.

არქტიტექტურის სამსახურის გაუქმების შემდეგ, მერიამ ხან ააიპი, ხანაც კი სსიპი დააფუძნა, თუმცა, სასურველ მიზანს მაინც ვერ მიაღწია. რაც მთავარია, სამსახურის უფუნქციობას მერია მას შემდეგ ხვდება, რაც საკითხი საკრებულოზე გააქვს და დეპუტატებიც ერთხმად უჭერენ მხარს.

ბოლო ასეთი შემთხვევა 17 ივლისის სხდომაზე მოხდა, როცა მერიამ სსიპად გადაკეთებული არქიტექტურის ააიპი ისევ გააუქმა, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ ასეთი სსიპის დაფუძნების უფლება მხოლოდ ბორჯომის მუნიციპალიტეტს აქვს. არადა, წინა სხდომაზე მერიის იურისტი, ირაკლი გიორგაძე აცხადებდა, რომ სსიპის შემნის უფლებას, რომელიც მშენებლობაზე ფასიან ნებართვებს გასცემდა და ამით ბიუჯეტიც ისარგებლებდა, "თვითმმართველობის კოდექსის" 156 მუხლში შეტანილი ცვლილება იძლეოდა.

ამავე მიზეზით დააფუძნა მერიამ ერთი წლის წინ არქიტექტურის ააიპი, თუმცა, მოგვიანებით გაარკვია, რომ არასამეწარმეო, არაკომერციულ იურიდიულ პირს ფასიანი მომსახურების გაწევის უფლება არ ჰქონდა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა მისი სსიპად გადაკეთება, მაგრამ ცოტა ხანში ისევ აღმოჩნდა, რომ მუნიციპალიტეტს არც ამ ცვლილების განხორციელების უფლება ჰქონდა. სამი კვირის შემდეგ მერიას შეცდომის მეორედ აღიარება მოუწია და დაფუძნებული სსიპი ისევ გააუქმა.

მერიაში ახლა ამბობენ, რომ არქიტეტქურისა და ურბანული დაგეგმარების მიმართულებით ისევ არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი (ააიპი) იმუშავებს, თუმცა, მას ფასიანი მომსახურების გაწევის უფლება არ ექნება. შესაბამისად, კვლავ შეუსრულებელი რჩება მთავარი ამოცანა, რომ ააიპმა თავად მოიზიდოს საკუთარი სახსრები და ბიუჯეტის ფულზე არ იყოს დამოკიდებული.

ისევ შეეცდება თუ არა მერია საკითხის გადაწყვეტას გაუთვლელი ნაბიჯებით, ჯერჯერობით უცნობია.


ა(აიპ) – არასამეწარმეო (არაკომერციული) პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. მისი მიზანია არასამეწარმეო საქმიანობა.

სსიპ – საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის შესაბამისი კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ან კანონის საფუძველზე სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით შექმნილი, საკანონმდებლო და სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს პოლიტიკურ, სახელმწიფოებრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვა საჯარო საქმიანობას.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.