ახალი ამბები
„ქუთაისიპოსტი“ - ცარიელი ხელებით დიდ „ავიაციაში“ - ნანა თვალაბეიშვილი
FaceBook
"ქუთაისიპოსტი" დღეს 1 წლის იუბილეს აღნიშნავს.


საინფორმაციო სააგენტოს ერთი წლის საქმიანობას საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და მკითხველები აფასებენ:

ნანა თვალაბეიშვილი, ჟურნალისტი:

"პირველივე დღიდან თქვენი გულშემატკივარი ვარ. აი, იმ დღიდან - ცარიელი სამუშაო ოთახით რომ დაიწყეთ... სკამებზეც რომ მორიგეობით სხდებოდით... მაგიდაც რომ საერთო გქონდათ... არაფერი რომ არ გქონდათ - იდეის და მოტივაციის გარდა! თუმცა, ყველაზე მთავარი გქონდათ და გაქვთ - მეგობრობა...

ერთად ყოფნის აუცილებლობა და ერთმანეთის იმედით, გამოცდილებით, ყველაზე უტოპიური გადაწყვეტილების განხორციელებაც კი! თქვენ შეძელით და გარისკეთ, რისკმა გაგიმართლათ და ეს ხშირად არ ხდება, ამიტომ მინდა ამ მიღწევის შენარჩუნება ყოველთვის შეძლოთ. დაიცვათ საკუთარი თავიც და ის მონაპოვარიც, რაც მედია ბაზარზე მართლაც გამოგარჩევთ...

ჯერ პატარები ხართ, წინ ბევრი სიახლე გელით, ბრძოლა, გამარჯვება და დამარცხებაც კი! მთავარია - საკუთარი თავის რწმენა გქონდეთ და ღირსეულად მიიღოთ ყველა ის გამოწვევა, რაც თქვენს წინაშე იქნება. არადა, ამ გამოწვევებს ვერ გაექცევით...

დაუმსახურებელ კრიტიკასაც მოუსმინეთ და ობიექტურ ქებასაც, ორივე შემთხვევაში ბევრ რამეს ისწავლით! მარტივი ჭეშმარიტებაა - ვიდრე თქვენზე საუბრობენ, ვიდრე "ქუთაისიპოსტი" ნებისმიერი სახის კონტექსტში ხვდება - ესე იგი, ორბიტაზე ხართ და ადამიანები თქვენს ირგვლივ ტრიალებენ!

დაბადების დღეს გილოცავთ!

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 1 მაისამდე, ქუთაისსა და იმერეთის
რეგიონში, უმეტესად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
10:14 / 29.04.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 1 მაისამდე, ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში, უმეტესად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.