ახალი ამბები
"ოცნებამ" კვლავ გადაწყვიტა ფარდულზე გასცეს მშენებლობის ნებართვა - გიგა შუშანია
FaceBook
ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, ხიდთან და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შენობასთან ახლოს კაფე შენდება. ამ დროისთვის რკინის ბოძებია დასმული და ტერიტორია არის შემოღობილი.

"ქართულმა ოცნებამ" კვლავ გადაწყვიტა ასეთ ფარდულზე გასცეს ნებართვა, როდესაც რამდენიმე ხნის წინ მონპლაზირის თაღზე ისტორიული კედელი გამოანგრია და პირდაპირი მნიშვნელობით ჯიხური ჩადგა იქ. ჩვენ გვპირდებოდნენ, რომ რუსთაველის ხიდი იქნებოდა ლამაზი და ფოტოშოპში გაკეთებულ ლამაზ სურათებს გვიდებდნენ, ნაცვლად ამისა ქუთაისელებს შეგვრჩა ფოტოშოპში გაკეთებული ბანერები", - ეხმაურება მშენებლობაზე ნებართვის გაცემას  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, გიგა შუშანია.

ის, აგრეთვე, ეჭვს გამოთქვამს, რომ ქუთაისის მერიას, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსა და მშენებელს შორის კონკრეტულ კორუფციულ შეთანხმებას აქვს ადგილი. შუშანიას თქმით, სხვა შემთხვევაში შეუძლებელია მისი თქმით, ასეთი სიმახინჯის ნებართვა ისტორიულ ზონაში გაიცეს.


ორსართულიანი კაფეს ესკიზი

როგორც ესკიზიდან  ჩანს, კაფე ორსართულიანია და ის  ღია ტიპის იქნება. მშენებლობას შპს "მაგნოლია" აწარმოებს, რომლის წარმომადგენლი ქუთაისიპოსტთან სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ მშენებლობის ნებართვა რამდენიმე წლის წინ მიიღეს.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ფართი 2017 წელს ექლტრონულ აუქციონზე გაიყიდა, ხოლო მშენებლობის ნებერთვა  გასულ წელს გაიცა. მერიის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი, რუსუდან ჩინჩალაძე განმარტავს, რომ პროექტირებაში ძეგლთა დაცვის სააგენტო არის აქტიურად ჩართული, რის გამოც ერთი ესკიზი მანამდე დაიწუნეს.  

"ამაში ვრთავთ ძეგლთა დაცვის სააგენტოს, რომელიც იერსახის დამუშავებაში გვეხმარება და ვითვალისწინებთ მათ რეკომენდაციებს. ამ პროექტის დამუშავება სწორედ მისი სენსიტიურობის გამო გაგრძელდა ასე დიდხანს. ერთი ესკიზი დავიწუნეთ, რომ არ ყოფილიყო კონტექსტიდან ამოვარდნილი და დღეს მივიღეთ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მსგავსი, გამჭვირვალე ნაგებობა, რომელიც ხედვის არეალსაც არ გვიზღუდავს", - ამბობს რუსუდან ჩინჩალაძე.


მერიის მიერ დაწუნებული ესკიზი

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.