ახალი ამბები
თერჯოლის მერია საიას უპირისპირდება
FaceBook
თერჯოლის მერია "საიას" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ზაალ გორგიძეს უპირისპირდება.

მას შემდეგ, რაც სოფელ კვახჭირში ადგილობირვმა მოსახლეობამ უწყლობა გააპროტესტა, თერჯოლის მერიამ გორგიძე, რომელიც ამავე სოფლის მცხოვრებია და აქციას შეუერთდა, აქციის ორგანიზატორად დაასახელა. მერიამ მოსახლეობის პროტესტი პოლიტიკურად ანგაჟირებულად შეაფასა და განაცხადა, რომ აქცია მათი ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაპირისპირებას ემსახურებოდა. ზაალ გორგიძეს კი მოუწოდებს საკითხი შეისწავლოს, რათა არ გახდეს საზოგადოებაში დესტაბილიზაციის შეტანის მცდელობის მონაწილე.
"მიმდინარე წელს რამდენიმე უბანში მოხდა წყლის მიწოდების შეფერხება, რის გამოც მერიის სამსახურებისა და მშენებელი კომპანიის მიერ უკვე თვეზე მეტია მიმდინარეობს პროფილაქტიკური სამუშაოები ხარვეზების დადგენისა და აღმოფხვრის მიზნით.

მიუხედავად ამისა, კვახჭირის მოსახლეობის ნაწილმა წყლის მოთხოვნით აქცია გამართა. სწორედ ეს გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ აქცია იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული და ემსახურებოდა მოსახლეობის ერთმანეთთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაპირისპირებას.

ამასთან, აქციას ორგანიზებას უწევდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე. იმისათვის, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არ გახდეს მოსახლეობის სამართლიანი მოთხოვნების პოლიტიკური მიზნებით გამოყენების და საზოგადოებაში დესტაბილიზაციის შეტანის მცდელობის მონაწილე, ვთხოვთ საზოგადოების თავმჯდომარეს შეისწავლოს აქციის საკითხი", - ნათქვამია თერჯოლის მერიის განცხადებაში.

საიას  ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ თერჯოლის მერია ამ განცხადებით შექმნილ ვითარებაში გამოსავლის მოძებნას შეეცადა. ზაალ გორგიძისთვის მუნიციპალიტეტის ასეთი შეფასება მიუღებელია, რადგან თავადვეა იმ სოფლის მკვიდრი და ამბობს, რომ ეს პრობლემა თვითონაც აწუხებს.

"პოლიტიკა რა შუაშია? ვინმე პოლიტიკოსი გამოვიდა იქ თუ პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა? როგორ შეიძლება ასეთი შეფასება? ჩემთვის ეს წარმოუდგენელია. ეს ალბათ, უფრო გამოსავლის ძიების გზა იყო მათი მხრიდან. მე იქ ვიყავი როგორც იმ სოფლის მკვიდრი, იქვე ვცხოვრობ და ვიცი ძალიან კარგად რა დღეშია მოსახლეობა. მე თვითონაც მანქანით ჩამაქვს წყალი. რა პოლიტიკაზეა საუბარი. წყალს ითხოვდა გასაცოდავებული ხალხი. კი ბატონო იქ ვიყავი, პირდაპირ ჩემს ჭიშკართან იყო აქცია და მე ვახმოვანებდი ჩემი და ჩემი მეზობლების პრობლემას", - ამბობს ზაალ გორგიძე.

თერჯოლის სოფელ კვახჭირის მოსახლეობამ წყლის მოთხოვნით აქცია 7 ივლისს გამართა. ადგილობრივები ამბობენ, რომ წყლის სისტემის მოსაწყობად ასი ათასობით ლარი დაიხარჯა, თუმცა, სოფელში წყალი მაინც არ მოდის.

ამავე თემაზე:



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.