ახალი ამბები
„მზად ვართ შევასრულოთ რეისები, როგორც კი აღდგება ფრენები“ – „ვიზეარი“
FaceBook
უნგრული კომპანია "ვიზეარი" ქუთაისის აეროპორტიდან გასვლის შესახებ ინფორმციას არ ადასტურებს.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აქტიურად აკვირდებიან ეპიდსიტუაციას და გამოხატავენ მზაობას შეასრულონ ფრენები რეგულარული კომერციული ფრენების აღდგენისთანავე.

"ვიზეარი" გამოხატავს მზაობას, შეასრულოს ფრენები საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის, როგორც კი აღდგება რეგულარული კომერციული ფრენები. აქტიურად ვაკვირდებით გლობალურ და ლოკალურ ეპიდსიტუაციას, ვითვალისწინებთ საქართველოს მთავრობის რეგულაციებს და განვაგრძობთ ქვეყანაში ოპერირებას. ვიზეარი" ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა საქართველოში, რომელმაც 2.5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ტრეფიკის და ტურიზმის გაძლიერებას ბოლო წლების განმავლობაში.

"ვიზეარი" მზადაა აღადგინოს ფრენები და დაამატოს ახალი მიმართულებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, როგორც კი გლობალური ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდება და მოგზაურობაზე მოთხოვნა დაიწყებს ადრინდელ ნიშნულზე დაბრუნებას", – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომპანიის მიერ ქუთაისში ბაზის გაუქმების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამაც.

"ვიზეარი", რომლეიც ერთ-ერთი ყველაზე დაბალბიუჯეტიანი კომპანიაა, საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან მუშაობს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.