წლების წინ არც არავის ეგონა, თუ ნიუ-იორკის ცათამბჯენების, კინგ-კონგის ან თავისუფლების ქანდაკების კონტურებს მიღმა რაიმე ლოგო შეეძლო მიეღო და ორგანულად შეესისხლხორცებინა ამ დიდ მეგაპოლისს.
არადა, ის, გრაფიკოს-დიზაინერმა მილტონ გლეისერმა სულ ერთი ხელისმოსმით, ჯერ კიდევ 1977-ში მოიფიქრა და მოხაზა. შემდეგ, მისდა უკითხავად, მსოფლიომ აიტაცა, ყველამ საკუთარ ქალაქს მოარგო ნიუ-იორკისთვის შექმნილი სიყვარულის ასეთი ახსნა I ❤ NY
რამოდენიმე საათის წინ, ოჯახმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ თავის ნიუ-იორკულ ბინაში, 91 წლის ასაკში, ინსულტით გარდაიცვალა დიზაინერი მილტონ გლეისერი, მსოფლიოში ცნობილი ლოგოს, I ❤ NY შემქმნელი.
როცა 2001 წლის 11 სექტემბერს, ტერორისტები ტყუპ ცათამბჯენებს დაეჯახნენ, მეორე დილით ნიუ-იორკულმა გაზეთმა „დეილი ნიუსი“ გარეკანის პირველ გვერდზე არათუ დანგრეული „ტყუპების“ სურათი, არამედ გლეისერის სწორედ ეს ლოგო დაბეჭდა.
ქუთაისიდან თბილისში საქართველოს პარლამენტის, კონტროლის პალატის, სემეკის, საგზაო დეპარტამენტისა და მთავრობის სახლის გადატანის შემდეგ, ახლა ჟვანიას სახელობის სკოლაც გადავიდა.
მასალის გამოყენების პირობები