ახალი ამბები
ქუთაისის მერია არქიტექტურის ორჯერ გაუქმებულ სამსახურს მესამედ ქმნის
FaceBook
ქუთაისის მერიამ, ერთ წელიწადში, არქიტექტურის სამსახურის გაუქმება, მისი ააიპ ორგანიზაციად  გადაკეთება, შემდეგ გაუქმება, ბოლოს კი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად (სსიპ) ჩამოყალიბება მოასწრო.

როგორც ირკვევა, მერიამ ერთი წლის წინ სამსახური ისე გარდაქმნა, რომ არც იცოდა რის უფლებას აძლევდა კანონი. 2019 წლის თებერვალში, როცა მერიამ ცვლილება განახორციელა, ქალაქის ყოფილი მერი, გიორგი ჭიღვარია აცხადებდა, რომ ააიპ-ს ექნებოდა მშენებლობის ნებართვის გაცემაზე ფასიანი მომსახურება. ასევე, მოქალაქეები, რომლებსაც ნებართვის დაჩქარებული წესით მიღების სურვილი ექნებოდა, ამაში თანხას გადაიხდიდნენ. მერი ვარაუდობდა, რომ ააიპს მხოლოდ პირველ ეტაპზე დასჭირდებოდა ფიქსირებული ბიუჯეტი, შემდგომში კი პირიქით, საკუთარი სახსრების მობილიზებას შეძლებდა.

ერთი წლის შემდეგ კი ირკვევა, რომ მერიის მიერ შექმნილ ააიპ-ს ფასიანი მომსახურების გაწევის უფლებას  "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კოდექსი"  არ აძლევდა. შესაბამისად, ააიპ ორგანიზაციად გარდაქმნილ სამსახურს არც ის ფუნქცია შეუსრულებია, რის გამოც შეიქმნა და არც დამატებითი თანხების მობილიზება მოუხდენია.
ერთი წლის შემდეგ კი, კოდექსში 151-ე პრიმა მუხლის დამატებით, ადგილობრივ თვითმმართველობას საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის უფლება მიეცა. ქუთაისის მერიამაც ააიპის გაუქმება და სიპის შექმნა გადაწყვიტა.

"ჩვენს ააიპის არ ჰქონდა უფლება განეხორციელებია დაჩქარებული წარმოება, მოეთხოვა ამისთვის საფასური და მოქალაქეებისთვის დაჩქარებული ფასიანი სერვისები შეეთავაზებია. თავიდან იყო ამაზე საუბარი, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ არ განხორციელდა. კანონში არ იყო ამის შესახებ ჩანაწერი და სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანომ არ მოგვცა იმის უფლება, რომ მიგვეღო დაჩქარებული ნებართვის საფასური, ან დაჩქარებული მომსახურების წესი დაგვედგინა. შესაბამისად, ვერ ახორციელებდა ააიპი ამ ფუნქციას. ახლა, კოდექსში დაემატა 151-ე პრიმა მუხლი, რომლითაც მუნიციპალიტეტებს მიეცათ საშუალება შექმნან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის უფლებებიც გაცილებით მაღალია, ვიდრე ააიპის", - ამბობს მერიის იურისტი ირაკლი გიორგაძე.

ჩვენ კითხვები გვქონდა ჯერ კიდევ მოქმედი ააიპის ხელმძღვანელთან, რუსუდან ჩინჩალაძესთან, თუმცა, მან სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

როგორ და რამდენი თანამშრომლით დაკომპლექტდება ახლა უკვე სსიპად გადაკეთებული არქიტექტურის სამსახური, ჯერჯერობით უცნობია. მერიაში ამბობენ, რომ ჯერ ააიპი უნდა გაუქმდეს ოფიციალურად, შემდეგ კი თანამშრომლების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.