პროექტის მიხედვით, პირველ ეტაპზე რეკონსტრუქცია რიონის
მარცხენა მდებარე სახლებს უნდა ჩატარებოდა, შემდეგ სამუშაოები
კათოლიკურ უბანში უნდა გადანაცვლებულიყო, საბოლოო ჯამში კი მთელი
ისტორიული ნაწილი უნდა მოეცვა.
პროექტის სავარაუდო ღირებულება 25 მილიონი ლარი იყო.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ რიონისპირა სახლების რეკონსტრუქცია
აუცილებლად განხორციელდება. ქალაქის მერის მოადგილის, ნინო თვალთვაძის
თქმით, განმეორებითი ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.
"ოპოზიციის განცხადება წარმოადგენს სამწუხარო სპეკულაციას. ტენდერი არ
გაუქმებულა. ეს არის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომელიც არსებობდა
მგფ-სა და კონკრეტულ კომპანიას შორის და რომელიც გარკვეული
პრეტენზიების გამო შეწყდა.
გამომდინარე იქედან,რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტი არ წარმოადგენს
ხელშეკრულების ოფიციალურ მხარეს, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ.
რაც შეეხება იმ ბრალდებას , რომ ქუთაისში შეჩერდა ყველა
ინფრასტრუქტურული პროექტი, ესეც სრული სიცრუეა. ყველაზე თვალსაჩინო
მაგალითი კი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტია, რომელიც არაერთხელ
იქნა გამოცხადებული, როგორც ჩაშლილი და ტყუილი დაპირება და დღეს ყველა
ვხედავთ სრულიად ახალ, რეგიონისა და ქალაქისთვის უმნიშვნელივანეს
ინფრასტრუქტურას, რომელიც მზადაა უმასპინძლოს პირველ სტუდენტებს.
ასევე მიუხედავად პანდემიისა, ქალაქში არ შეწყვეტილა არცერთი
ინფრასტრუქტურული პროექტი, გეგმის მიხედვით გრძელდება გზების,
სკვერების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების რეაბილიტაცია", -
განაცხადა ნინო თვალთვაძემ.
ამავე თემაზე:
ქუთაისში რიონისპირა სახლებს რეკონსტრუქცია
ჩაუტარდება
ქუთაისში რიონისპირა სახლების რეკონსტრუქციისთვის ტენდერი
გამოცხადდა
15 ივნისს, 15:00 საათზე, ჭიათურის ცენტრში, მაღაროელები საპროტესტო აქციას გამართავენ.
მასალის გამოყენების პირობები