ახალი ამბები
ქუთაისიპოსტზე გამოქვეყნებული მასალის შემდეგ შსს-მ ცხოველთა სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
FaceBook
ქუთაისში ცხოველების მიმართ დაფარულად გამართულ სასტიკი სანახაობის ორ ფატქზე, სადაც ,,მაყურებლები" ცხოველების ჩხუბით ერთობოდნენ, მოქმედი პირები მხილებულია. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ,,ქუთაისიპოსტის" მიერ ვიდეო - მასალის მიწოდების შემდეგ, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 259 მუხლით დაიწყეს, რაც ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.


"მხილებულია პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ჯგუფურ დანაშაულში", - განმარტავენ  უწყებაში.


ქუთაისიპოსტის მიერ მომზადებულ მასალაში ძაღლების სისხლიანი ორთაბრძოლები ქუთაისში არასრულწლოვნების მონაწილეობით - საუბარია ცხოველების არალეგალურ ,,შეჯიბრებებზე", სადაც შემზარავი სანახაობა აზარტული თამაშის სახეს იძენს.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მსგავს აზარტულ თამაშებს არაერთი ძაღლის სიცოცხლე შეეწირა. 


საქართველოში, ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობისთვის პასუხიმგებლობას სისხლის სამართლის კოდექსი (259-ე მუხლი) და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი (104-ე და 172-ე მუხლები) არეგულირებს.


საქართველოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობა, რამაც მისი ტანჯვა, სხეულის დაზიანება, მისთვის ტკივილის მიყენება გამოიწვია,  100-დან 500 ლარამდე ოდენობით ჯარიმას ითავლისწინებს. ცვლილებათა განხორციელებამდე, ამავე  ქმედებისთვის სასჯელი შრომის ანაზღაურების ერთი მინიმალური ოდენობა იყო. 

ცვლილებების შემდეგ, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთა კოდექსში გაჩნდა ჩანაწერი, რომელიც  იმ მშობელთა პასუხიმგებლობას ითვალისწინებს, რომელთა მიერ არასრულწლოვნის აღზრდისა და სწავლების, ან მის მიმართ სხვა მოვალეობათა შეუსრულებლობა, გამოიხატა ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობით, რამაც მისი ტანჯვა, სხეულის დაზიანება, ან მისთვის ტკივილის მიყენება გამოიწვია. მუხლი 100-დან 300-მდე, განმეორების შემთხვევაში კი 500 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.


შედარებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში უკვე საქართველოს სისხლის სამართის კოდექსი მოქმედებს. ცხოველის წამების, ან მისდამი სასტიკი მოპყრობისათვის, რამაც მისი დაღუპვა, ან დასახიჩრება გამოიწვია, კანონში სასჯელის სახით განსაზღვრულ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, ან ჯარიმა დაემატა, ან შინაპატიმრობა, ანდა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლამდე ვადით.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.