ახალი ამბები
„ქედს ვიხრი თქვენს წინაშე” - ქუთაისის მაჟორიტარი ირაკლი ღარიბაშვილს
FaceBook

ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი მხეიძემ თავდაცვის  მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში გამოსვლისას უთხრა, რომ მის წინაშე ქედს იხრის.

მან ქართულ ჯარზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საჭიროა მისი მეტად პოპულარიზაცია, რაც სკოლებიდანვე უნდა დაიწყოს.

 

"ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, ჯარის წინაშე. ეს არის გულიდან ამოსული სიტყვები, ეს არის ჩემში. მე მინდა, რომ ასე აზროვნებდეს ჩვენი მომავალი თაობა. სკოლებში, ბაღებში, ოჯახებიდანვე უნდა გავზარდოთ ჯარისკაცებად ჩვენი ქართველები. ბევრი სექტა და ორგანიზაცია დაარსდა, რომლებიც რატომღაც ეწინააღმდეგებიან ჯარში წასვლას და ახალისებენ ამას. თქვენ ისეთი პიროვნება ბრძანდებით, რომ დარწმუნებული ვარ, გადადგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ამ პრობლემას გადაწყვეტს. ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ სკოლაში, თუ ახალგაზრდებს თავიდანვე არ შევუწყვეთ ხელი განვითარებაში, გაზრდილ ხეს ვერაფერს უზამ, როდესაც იზრდება, მაშინ უნდა შევუწყოთ ხელი. ჩათვალეთ, რომ ეს არის ჩემი, ქუთაისელების, მთელი საქართველოს აზრი. მე ბევრ ადამიანს შევხვდი ჩემთან ქალაქშიც, სხვათაშორის, შევხვდი სკოლებში ახალგაზრდებს, ბავშვებს და ყველას მოთხოვნაა, რომ მაქსიმალურად გავაქტიურდეთ ჩვენი ჯარის პოპულარიზაციის მიმართულებით", - განაცხადა დიმიტრი მხეიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში 12 ივნისს "მინისტრის საათის" ფორმატში წარსდგა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.