ახალი ამბები
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობა უსაფრთხოების წესების დარღვევით (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სამშენებლო პროცესი უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე მიმდინარეობს. ობიექტზე დასაქმებულებს ჩაფხუტი არ ახურავთ, ნაწილს არც სპეცფორმა აცვია. 



საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, ქუთაისიპოსტს განუმარტეს, რომ  მშენებლობა სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს.

"თუკი  არის უსაფრთხოების დარღვევა სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის მიერ და ეს დადასტურდება, ცხადია, კანონით და კონტრაქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრება", - ამბობს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, გიორგი კოპალეიშვილი.

კითხვებზე ამ დრომდე არ უპასუხიათ ფონდ "ქართუში".


დამსაქმებელს დასაქმებულების უსაფრთხოების წესების დაცვას შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი ავალდებლებს.

"დამსაქმებელია ვალდებულია: შეამოწმოს შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის უსაფრთხოების მდგომარეობა და მოახდინოს მისი დოკუმენტირება; უზრუნველყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების და სხვა დამცავი საშუალებების მოვლა-გასუფთავება, გააკონტროლოს მათი სწორად გამოყენება და საჭიროების შემთხვევაში, დროულად შეცვალოს ისინი", - ვკითხულობთ დოკუმენტში.


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, რომელსაც სტუდენტები ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა მიეღო, სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს.
ე.წ. მუხრანის დასახლებაში, საუნივერსიტეტო კომპლექსის რამდენიმე კორპუსი თითქმის დასრულებულია, შენობების ნაწილის ამოყვანა კი ახლა გრძელდება. ჯერ არაშენებულ უნივერსიტეტში, სტუდენტების მისაღებად ღია კარის დღე უკვე გაიმართა, თუმცა, თბილისში.

60 000 სტუდენტზე გათვლილი უნივერსიტეტის მშენებლობის პროექტი, 2016 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 27 დღით ადრე გაიმართა, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ესწრეობდა. პრეზენტაციის დროს აცხადებდნენ, რომ სასწავლებელი სტუდენტთა პირველ ნაკადს 2019 წელს მიიღებდა.

მოგვიანებით, სამშენებლო პროცსის ვადამ 2020 წლისთვის გადიწია,  დაანონსებული 60 000 სტუდენტის ნაცვლად კი,  წელს უნივერსიტეტი მხოლოდ 1000 სტუდენტის მიღებას გეგმავს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.