ახალი ამბები
პირველი ივლისიდან პენსია იზრდება
FaceBook

პირველი ივლისიდან,  70 წელს გადაცილებული და მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ.


პირველი კატეგორიისთვის ასაკობრივი პენსია  30 ლარით გაიზრდება და 250 ლარი გახდება, ასევე, 30 ლარით გაზრდილ თანხას მიიღებენ მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები პენსიონერები, რომლებსაც ყოველთვიურად 270 ლარი ერიცხებოდათ. ცვლილების შემდეგ კი,  მათი საპენსიო სარგებელი 300 ლარი იქნება.

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, მთავრობამ შეიმუშავა მექანიზმი, რომელიც ინფლაციისა და ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, პენსიის ყოველწლიურად  ზრდის გარანტია იქნება.

''ჩვენ წელს მოვახერხეთ და ჩავდეთ ის დაზღვევის მექანიზმები, რომელიც ყოველწლიურად ჩვენს პენსიონერებს აძლევს შესაძლებლობას, რომ პენსია გაეზარდოთ.  ნებისმიერი ეკონომიკური ზრდის ან ინფლაციის შემთხვევაში, თითოეული ჩვენი პენსიონერი გარანტირებულად მიიღებს 20 ლარს, ხოლო 70 წელს ზემოთ - 25 ლარს", - განაცხადა პრემიერმა.

პენსიის შესახებ კანონზე გასულ კვირას ისაუბრა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. მისი თქმით, პენსიის ზრდა მთავრობის დისკრეციული უფლება აღარ იქნება და წლიდან წლამდე ამ საკითხს კანონი დაარეგულირებს.


ამავე თემაზე:

„პენსიის წლიდან წლამდე ზრდას კანონი დაარეგულირებს“ - ფინანსთა მინისტრი


 

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #პენსია
მსგავსი სიახლეები
15:42 / 17.08.2025
"ვიდრე ბიჭები არ გამოვლენ ციხიდან, ეს კარავი აქ იქნება, პროტესტის მუხტი აქ იქნება", -
აცხადებს მაღაროელი, ჭიათურის პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე ტარიელ მიქაცაძე "მაუწყებელთან" ინტერვიუში.
15:10 / 16.08.2025
"თქვენ მარტო არ ხართ. ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება თქვენ გვერდით დგას. ვგმობთ ანტიკონსტიტუციურ თავდასხმებს თქვენ მიმართ და ვიზიარებთ, რომ თქვენი ბრძოლა ემსახურება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვისაც საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული მომავლის სჯერა",- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც16 აგვისტოს სამოქალაქო საზოგადოების 34-მა წარმომადგენელმა გაავრცელა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.