ახალი ამბები
„ტირიან მშობლები" - ქუთაისში კერძო ბაღები მუშაობის განახლების უფლებას ითხოვენ
FaceBook
კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვები რთული აღმოჩნდა კერძო ბაღებისთვის.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად მუშაობდნენ, ახლა გაჩერებულები არიან. ბაღებში ამბობენ, რომ იძულებითი პაუზა პრობლემად იქცა მშობლებისთვისაც, რომლებსაც ხშირად სახლში ბავშვის დამტოვებელი არ ჰყავთ და ამის გამო სამსახურში გასვლას ვერ ახერხებენ. პანდემიის გამო პრობლემაა ძიძის პოვნაც.

„ტირიან მშობლები. უცნობი და ნაცნობი ყველა მირეკავს. თანამშრომლებიც განვიცდით ამ ამბავს და არ მეგულება არც ერთი ბაღი, რომელსაც იგივე მოთხოვნა არ ჰქონდეს“, - ამბობს კერძო ბაგა-ბაღ „ნამცეცას“ დამფუძნებელი, ლალი გოგსაძე.

მუშაობის უფლებას ითხოვენ საბავშვო ბაღ „ვარსკვლავებშიც“. ბაღის  ხელმძღვანელი, ანა ლეგაშვილი ამბობს, რომ შესაბამისი უწყებების რეკომენდაციების დასაცავად მზად არიან.

„ჩვენ აგვისტოშიც ვმუშაობდით. ბოლო ორი კვირაც თუ დავისვენებდით მხოლოდ. ნამდვილად კარგი იქნება მშობლებისთვის და ჩვენთვისაც თუ მუშაობის განახლების უფლებას მოგვცემენ".

ბაღებში სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის გამო, სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა სამი წლის დაჩის მშობელიც. ირინა ბასილაია ამბობს, რომ თუ ასე დიდხანს გაგრძელდა, სამსახურს ვერ შეინარჩუნებს.

"ბავშვი მყავდა კერძო ბაღში და ვმუშაობდი. იმის გამო, რომ დამტოვებელი არ მყავს, ვერ გავდივარ სამსახურში. ასე თუ გაგრძელდა, ალბათ,  სამსახურსაც დავკარგავ. მოვითხოვთ, გაიხსნას კერძო ბაღები".

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სასწავლო პროცესი მთავრობის #322-ე დადგენილებით არის შეჩერებული და მისი აღდგენაც ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.

კორონავირუსის პანდემიის გამო, სასწავლო პროცესი სკოლებსა და ბაგა-ბაღებში მარტიდან შეჩერებულია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.