გაფიცული მეშახტეები კომპანიის ხელმძღვანელს ხვდებიან
16:48 / 10.06.2020
ორ საათზე მეტია ტყიბულში გაფიცული
მეშახტეები მმართველი კომპანიის ხელმძღვანელს, მიხეილ სოცკს
ხვდებიან.შეხვედრაზე მთავარი განსახილველი
საკითხი, მთავრობის მიერ დაწესებული საშემოსავლო შეღავათის - 20%-ის
მათ ხელფასებზე დამატებაა, რაც მეშახტეების თქმით, კომპანიამ იმ
მოტივით არ დაურიცხათ, რომ კორონავირუსის გამო შახტებმა ზარალი
მიიღეს.
"კაპიკებად ვმუშაობთ ისედაც 400 მეტრი მიწის ქვეშ და ადმინისტრაცია
გვეუბნება, კომპანიას უნდა მოვახმაროთო ეგ თანხა, რადგან
კორონავირუსის დროს დავზარალდითო", - ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბარში
ძიძიგურის შახტში დასაქმებული, ზაქრო ილურიძე.
გაფიცული მეშახტეები შახტებში შრომის უსაფრთხოების დარღვეულ ნორმებზეც
საუბრობენ და აცხადებენ, რომ კომპანია მათ უსაფრთხო შრომას ვერ
უზურნველყოფს.
"რემონტი ესაჭიროება შახტს. წუხელ, 22 ადამიანი კინაღამ სიცოცხლეს
გამოესალმა. ლიფტში გაიჭედნენ და ვერ ამოგვყავდა. ამასაც
ვაპროტესტებდით, მაგრამ საშველი არ დაადგა", - ამბობენ
მეშახტეები.
ტყიბულში, ძიძიგურისა და მინდელის სახელობის შახტის თანამშრომლები
დღეს, 10 ივნისს გაიფიცნენ. მათი თქმით, ვიდრე კომპანია მოთხოვნებს არ
შეასრულებს, მუშაობას არ განაახლებენ.
ქუთაისიდან თბილისში საქართველოს პარლამენტის, კონტროლის პალატის,
სემეკის, საგზაო დეპარტამენტისა და მთავრობის სახლის გადატანის
შემდეგ, ახლა ჟვანიას სახელობის სკოლაც გადავიდა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად
არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების –
საკრებულოების პირველი სხდომები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 30
ოქტომბერს, 11:00 საათზე მოიწვია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები