ახალი ამბები
ქუთაისში, მოქალაქეები, საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო გამოწერილ ჯარიმებს ასაჩივრებენ
FaceBook
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალს, საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო გამოწერილი ჯარიმების გასაჩივრებისთვის, 15-მა  ადამიანმა  მიმართა.
ცხრა საათის შემდეგ  გარეთ გასვლა, ავტომობილით მოძრაობის წესების დარღვევა, ავტომანქანით სამზე მეტი ადამიანის გადაყვანა,  მძღოლის გვერდით ჯდომა  და ეკონომიკური საქმიანობის წესის დარღვევა - ეს  ის ძირითადი დარღვევებია, რის გამოც,  საგანგებო მდგომარეობის პერიოდში  ფიზიკური პირები დაჯარიმდნენ.

ედიშერ აბდუშელიძე ერთ-ერთია იმ 15 ადამიანს შორის, რომელმაც "საიას" საჩივრით მიმართა.  აბდუშელიძე პოლიციის თანამშრომლებმა
პირველ აპრილს, კომენდანტის საათის დროს ავტომობილით გადაადგილების გამო,  3000 ლარით დააჯარიმეს.

"თბილისდან ქუთაისში მომყავდა ჩემი ახლობელი, დედაქალაქიდან 5 საათზე გამოვედით, მაგრამ გზაში ცუდად გახდა და ამის გამო შევყოვნდით. როცა პატრულმა გამაჩერა,  განვუმარტე მიზეზი, მაგრამ  3 000 ლარიანი ოქმი მაინც გამომიწერეს", - ამბობს ედიშერ აბდუშელიძე.

დაჯარიმებული მოქალაქის სარჩელი, რომელიც "საიას" ქუთაისის ფილიალის  იურისტმა მოამზადა, საპატრულო პოლიციის  იმერეთის სამმართველოში უკვე გაიგზავნა. საჩივარში ედიშერ აბდუშელიძე მისი მატერიალური მდგომარეობისა და  შექმნილი ვითარების გათვალისწინებას ითხოვს.

"გთხოვთ, განიხილოთ ჩემი საჩივარი. გაითვალისწინოთ ჩემი მატერიალური მდგომარეობა. ასევე, ისიც, რომ  სამართალდარღვევის ჩადენა ჩემს მიერ არ მომხდარა განზრახ. გთხოვთ, გააუქმოთ  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და დაჯერდეთ მხოლოდ სიტყვიერ შენიშვნას", - ნათქვამია საჩივარში.

"საიას"  ფილიალის ადვოკატი სალომე სალდაძე ამბობს, რომ მსგავს ვითარებაში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ის გარემოებები, რის გამოც, მოქალაქეს  კომენდანტის საათის დარღვევა მოუხდა.

"საქართველოს ადმინისტრაციული  სამართალდარღვევათა კოდექსის #264-ე  მუხლის  მიხედვით, დამჯარიმებელი უწყება, ასეთი საქმეების განხილვისას,  მოვალეა დაადგინოს,  ბრალეულია თუ არა დაჯარიმებული მის ჩადენაში, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები", - განმარტავს ადვოკატი სალომე სალდაძე.
საჩივრის არდაკმაყოფილების შემთხვევაში,  "საია" ჯარიმას  ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებს.

საგანგებო მდგომარეობის პირობებში გამოწერილ ჯარიმებს ათდღიანი ვადა ჰქონდა, რომელიც  2 მაისს ამოიწურა.

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა  21 მარტს გამოცხადდა და 22 მაისამდე გაგრძელდა.

რა შეზღუდვები მოქმედებდა ამ ხნის განმავლობაში ნახეთ აქ.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.