ახალი ამბები
წყალტუბოს #2 სკოლის ყოფილი თანამშრომელი დირექტორს სასამართლოში უჩივის
FaceBook
წყალტუბოს #2 საჯარო სკოლის დირექტორის ყოფილი მოადგილე აკაკი ტყეშელაშვილი, თანამდებობაზე აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.
როგორც მან პრესკლუბ "მედიარუმში" განაცხადა, სკოლის დირექტორი ერთ თვეზე მეტია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილებას არ ასრულებს. დირექტორის ყოფილი მოადგილე, გიორგი ბენიძეს მის მიმართ დისკრედიტაციაშიც ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის.

"თვენახევრის დანიშნული უნდა ვიყო უკვე, მაგრამ დირექტორი მეუბნება, რომ არაფერი იცის ამის შესახებ. წარვუდგინე ასლები, სასამართლოს გადაწყვეტილება, აღსრულების ფურცელი, ვაცნობე წერილობითაც, მაგრამ უარს ამბობს აღდგენაზე. სასამართლო პროცესების პარალელურად, იგი ჩემს მიმართ ახორციელებდა ცილისმწამებლურ კამპანიას, რომელიც ემსახურებოდა ჩემს დისკრედიტაციას. საჯაროდ აცხადებდა, რომ მე ვიყავი კრიმინალი და რომ იარაღის მუქარით ჩემს თანამშრომლებს ვაიძულებდი  ჩემს სასარგებლოდ მიეცათ ჩვენება. ამ მასალებს მივაწოდებ პროკურატურას და მოვითხოვ საქმის აღძვრას ცრუ ბრალდებებზე",-ამბობს აკაკი ტყეშელაშვილი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში აკაკი ტყეშელაშვილის ინტერესებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს" იურისტი ზვიად ცირეკიძე იცავდა, ხოლო სისხლის სამართლის საქმეზე  მას უფლებადამცველი ნინო მეფარიშვილი წარმოადგენს.


"სასამართლო პროცესებს ესწრებოდა მხარე და შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო ამ გადაწვეტილების შესახებ, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანი კანონს არ ცნობს, დოკუმენტი წინ უდევს და ამბობს, რომ არ იცის ამის შესახებ. მან არ აღასრულა სასამართლოს გადაწვეტილება და ეს უკვე არის კონკრეტული დანაშაული, რაზეც ჩვენ მივმართავთ პროკურატურას",-ამბობს ნინო მეფარიშვილი.

აკაკი ტყეშელაშვილი მის ყოფილ უფროსს ნეპოტიზმშიც ადანაშაულებს და ამბობს, რომ მან ამავე სკოლაში კონკურსის გარეშე დაასაქმა მისი მეუღლე. რაც შეეხება ერთი წლის წინ სკოლიდან მის გათავისუფლებას,  მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება, სკოლის შენობაში გათბობის სისტემის არასწორ მონტაჟზე მის მიერ ღიად საუბარს უკავშირდება. დირექტორის ყოფილი მოადგილე განათლების მინისტრს სკოლაში არსებული ვითარებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

ბრალდებებს უარყოფს #2 საჯარო სკოლის დირექტორი. გიორგი ბენიძის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ ჩაბარებია. რაც შეეხება მისი ყოფილი მოადგილის მიმართ ცილისმწამებლურ კამპანიას, სკოლის დირექტორი  არ უარყოფს, რომ აკაკი ტყეშელაშვილის მიერ, იარაღით პედაგოგებზე მუქარის შესახებ მედიასთან ისაუბრა, თუმცა, აცხდებს, რომ მან ეს სასამართლოზე მასწავლებლების მიერ მიცემულ ჩვენებებზე დაყრდნობით თქვა და არა პირადი ინფორმაციის საფუძველზე. სკოლის დირექტორი არც სკოლაში მისი მეუღლის დასაქმებას უარყოფს, თუმცა, ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას თავად აკაკი ტყეშელაშვილი დაეთანხმა.

"ამ დრომდე მე სასამართლოს გადაწყვეტილება არ ჩამბარებია და როგორც კი ჩამბარდება, ვიმოქმედებ კანონის შესაბამისად. რაც შეეხება მის მიმართ ცილისწამების ბრალდებას, მე ვთქვი, რომ თავად პედაგოგებმა მისცეს ჩვენებები, რომ აკაკი ტყეშელაშვილი მათ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. როცა ჩემს მეუღლეზე საუბრობს, შევახსენებ, რომ მას აქვს პირადად მონაწილეობა მიღებული იმ კონკურსში, რომლის დროსაც,  ჩემი მეუღლე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება პედაგოგის კვალიფიკაციით, სკოლაში დაინიშნა",-ამბობს გიორგი ბენიძე.

სკოლის დირექტორი სკოლაში გათბობის სისტემაზეც საუბრობს და ამბობს, რომ საკითხი აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, თუმცა, დარღვევა ვერ იპოვა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.