ახალი ამბები
ქუთაისში, ტანსაცმლის მაღაზიაში, 11 თვის ჩვილს პირბადის გაკეთება მოსთხოვეს
FaceBook
ქუთაისში, ტანსაცმლის მაღაზია "კოტონში" 11 თვის მცირეწლოვნისთვის დედას პირბადის გაკეთება მოსთხოვეს.

"11 თვის ბავშვზე მეუბნებოდნენ პირბადით შემოიყვანეო, მაშინ, როცა უამრავი ინფორმაციაა ინტერნეტში ქართულ და უცხოურ ენაზე, რომ 2 წლამდე ასაკის ბავშვებს პირბადე არ უნდა გავუკეთოთ", - ამბობს მცირეწლოვნის დედა თეონა სვიანაძე.

ტანსაცმლის მაღაზიაში განმარტავენ, რომ ჩვილს ნადვილად მოსთხოვეს პირაბდე, თუმცა, ეს სავალდებულო იყო.

"ბავშვის მშობლებმა გვითხრეს, რომ 2 წლამდე ასაკის ბავშვისთვის პირბადის გაკეთება არ იყო სავალდებულო, თუმცა, მე მაინც გადავამოწმე ცხელ ხაზზე - 144 -ზე. რა ვქნათ ჩვენც, ყოველ წუთში იცვლება რეკომენდაციები. ობიექტში თუკი ვინმე ნიღბის გარეშე შემოვა, 30 000 ათასი ლარით დავჯარიმდებით", - ამბობს "კოტონის მენეჯერი ბელა ნათბილაძე.

საქართველოს მთავრობის მიერ, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, მოქალაქეებისთვის შექმნილ ცხელ ხაზზე - (144) ქუთაისიპოსტმაც დარეკა, სადაც გვითხრეს, რომ განსაზღვრული არ არის თუ რა ასაკიდან უნდა ეკეთოს მოქალაქეს პირბადე, თუმცა, აღნიშნავენ, რომ ნიღაბი ყველამ უნდა ატაროს.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტრაგედია თერჯოლის მუნიციპალიტეტში - არასრულწლოვანი ნანგრევებში
მოყვა და ადგილზე დაიღუპა.
17:23 / 09.11.2025

ტრაგედია თერჯოლის მუნიციპალიტეტში - არასრულწლოვანი ნანგრევებში მოყვა და ადგილზე დაიღუპა.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის,
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ41
(გომი-კორბოული) მონაკვეთზე, სატვირთო ავტოტრანსპორტის გადაადგილება
დროებით შეიზღუდება.
16:05 / 08.11.2025

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ41 (გომი-კორბოული) მონაკვეთზე, სატვირთო ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.