Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [8]: Error occurs when save image "/var/www/kutaisipost.ge/public_html/pictures/9". __LINE__
ახალი ამბები
რაზე შეთანხმდნენ მოვაჭრეები და "გვირაბი 95"-ის მეპატრონე
ქუთაისში, მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული სავაჭრო ცენტრი "გვირაბი 95" ორ დღეში, 4 ივნისს უნდა გაიხსნას.
ამის შესახებ გადაწყვეტილება, დღეს, მოვაჭრეების პროტესტის შემდეგ იქნა მიღებული, თუმცა, ადგილზე დასაქმებულები ბოლომდე არ არიან დარწმუნებული, რომ შეთანხმება შესრულდება.

"შევთანხმდით, რომ ზეგ უნდა გაიხსნას. ხვალ უფროსი წავა, სადეზინფექციო ხსნარს იყიდის და მოაწესრიგებს ობიექტს. თუკი,  არ მოხდება ორ დღეში გვირაბის გახსნა, მერია შეგვპირდა, რომ ის დაგვეხმარება", - ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე მალვინა ცხადაძე. ის იმედოვნებს, რომ საქმეში ქუთაისის მერიის ჩარევა  საჭირო არ გახდება.

ქუთაისში სავაჭრო ობიექტის "გვირაბი 95"-ის  მოვაჭრეებმა დღეს საპროტექტო აქცია გამართეს.
მათი თქმით, სავაჭრო ცენტრი ორ თვეზე მეტია დაკეტილია და შემოსავლების გარეშე არიან დარჩენილი. მოვაჭრეები, რომლებიც ამავე დროს სავაჭრო ცენტრის მოიჯარეები არიან, ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და მისი გახსნა მოითხოვეს. თუმცა, როგორც ირკვევა, მფლობელმა ობიექტზე ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნების შესრულება ამ დრომდე ვერ მოახერხა, რის გამოც მუშაობის განახლების უფლება არ აქვს. "გვირაბი 95"-ის მეპატრონე, ბორის ბრეგაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ მოიჯარეებს მარტის თვის ქირა გადახდილი არ აქვთ, მას კი სამინისტროს რეგულაციების შესასრულებლად თანხა სჭირდება. განსხვავებული პოზიცია აქვთ თავად მოვაჭრეებს. ისინი აცხადებენ, რომ მარტის თვის ქირა სრულად დაფარეს.

"გვირაბი 95"-ში 75 მოიჯარეა დასაქმებული. ისინი იჯარის თანხას დაკავებული ფართის მიხედვით, თვეში 200-დან 400 ლარამდე იხდიან.

პანდემიის გამო სავაჭრო ცენტრი 20 მარტიდან დაკეტილია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში,
მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
12:25 / 28.04.2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მიმდინარე კვირას, ძირითადად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი
კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე
ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 
14:58 / 26.04.2025
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანიის გადაწყვეტილება, რომლითაც შუქრუთის პროტესტის მონაწილე ჯუმბერ ცუცქირიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს, უკანონოდ ცნო. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.