ახალი ამბები
ქუთაისში ღია ტიპის კაფე-ბარების ნაწილი ვერ გაიხსნა
FaceBook

პირველი ივნისიდან  ღია ტიპის კაფე-ბარებისთვის დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა, თუმცა, ქუთაისში საკვები ობიექტების ნაწილმა მუშაობის განახლება მაინც ვერ შეძლო.

დაწესებულებების მეპატრონეები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულება, რომლებიც კაფე-ბარებს უსაფრთხოების წესების დაცვას ავალდებულებს, ამ დრომდე ვერ მოასწრეს.

''ბევრი რამ არის შესაძენი, ამიტომ ვერ მოვასწარით გახსნა",- ამბობს კაფე '' მუზეუმის'' მეპატრონე, მამუკა ჭაჭიაშვილი.

კაფე ''მუზეუმი''
.

"მუზეუმისგან" განსხვავებით პირველი სტუმარი უკვე მიიღეს კაფე-ბარ ''არგოში''.
არგოს მენეჯერის, გიორგი მხეიძის თქმით, სამუშაო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის დაცვით მიმდინარეობს. ტარდება როგორც დეზინფექცია, ასევე, თერმოსკრინინგი, რომლის მონაცემებსაც, თითოეული მომხმარებლის შემთხვევაში, სპეციალურ ჟურნალში ასახავენ.

'' დეზობარიერი მზადაა, მომზმარებელმა უნდა დაიცვას დისტანცია, ხელის დეზინფექცია აუცილებელია, მოხდება თერმოსკრნინგიც, მომსახურე პერსონალი კი ფარებით იქნება აღჭურვილი''.

ადმინისტრაცია თერმოსკრინინგის მონაცემებს სპეციალურ ჟურნალში ასახავს


საქართველოს მასშტაბით ღია ტიპის კაფე-ბარები და რესტორნები პირველი ივნისიდან გაიხსნა.




ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების მიხედვით, რესტორნებსა და კაფე-ბარებში დაცული უნდა იყოს შემდეგი წესები:

მომხმარებელთა მაგიდებს შორის დაცული უნდა იყოს უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;

სკამების საზურგეებს შორის - მანძილი არანაკლებ 1 მეტრისა;

ერთ მაგიდასთან მოთაავსდება არა უმეტეს 6 მომხმარებლისა დამატებით, გამონაკლისის სახით შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;

იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი.

სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უნდა  უზრუნველყოს ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით.







 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.
რუსულ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.
15:02 / 17.04.2024
რუსულ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.