ახალი ამბები
ტრანსპორტის მუშაობის განახლებიდან პირველივე დღეს მიკროავტობუსი გაფუჭდა
FaceBook
ორთვიანი წყვეტის შემდეგ,  საქალაქო ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა, თუმცა, პირველივე დღეს გაფუჭდა #28 მიკროავტობუსი.
მიკროავტობუსი მგზავრების გადაყვანის დროს  გამოვიდა მწყობრიდან, რის გამოც მგზავრებს დიდხანს მოუწიათ ლოდინი სხვა მიკროავტობუსისთვის.

"მესმის რომ ტექნიქაა და არ  ვიცით როდის გაფუჭდება, მაგრამ ამდენი ხანია არ უმუშავიათ და ხომ უნდა შეემოწმებინათ რამდენად გამართული იყო მარშუტკა", - ამბობენ მგზავრები.

რამდენიმე დღის წინ ქუთაისის მერიის შპს "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიაში" განმარტავდნენ, რომ  ქალაქში მუშაობის გასაახლებად ტრანპპორტი მზადყოფნაში იყო.

კორონავირუსის გამო, ქუთაისში, ისვე, როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე,  საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი 28 მარტიდან აიკრძალა. მოქალაქეები ქალაქებსა და რაიონებს შორის გადაადგილებას 8 ივნისიდან შეძლებენ.


დღეიდან კი  სრულად აღდგა  საქალაქო მოძრაობა.


ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 746 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა - 576.  12 პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში ვირუსის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.