ახალი ამბები
“365 კაბა რომ გაქვთ ჟურნალისტებს, ის დაითვალეთ”- მეუფე ანტონი საპატრიარქოს დაფინანსებაზე (აუდიო)
FaceBook
ვანისა და ბაღდათის ეპარქიის წინამძღვარი მეუფე ანტონი, ამბობს, რომ საპატრიარქოს დაფინანსება, რაც წელიწადში 25 მილიონ ლარს შეადგენს, საკმარისი არ არის.
მიტროპოლიტმა ქუთაისიპოსტთან სატელეფონო საუბარში, ასევე, ისაუბრა საპატრიარქოსთვის მიწების გადაცემასა და ევროატლანტიკურ არჩევანზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე.

"ოთხ  მილიონ ნახევარზე რომ გაყო 25 მილიონი და ის მიღებული გაყო 12 თვეზე, თვეში გამოდის 46 თეთრი. თქვენ როგორ ფიქრობთ, 46 თეთრი საკმარისია? რას მოვახმაროთ ეს 46 თეთრი? რამდენ ტაძარზე გავყოთ, მოსახლეობას მოვახმაროთ,  სამღვდელოებას- 3000 კაცს, თუ რას? თქვენ რა დაითვალეთ იცით? თითოეულ  ჟურნალისტს გადაცემები რომ გაქვთ, დღეში თითო კაბას იცვლით 365 კაბა რომ გაქვთ და 365 ფეხსაცმელი, წელიწადში ოთხჯერ რომ დადიხართ დასასვენებლად, ის თანხა მოიკელით და მოახმარეთ ადამიანებს",-განაცხადა მეუფე ანტონმა.

მიტროპოლიტმა მის მიერ 24 მაისის ქადაგებისას ევროპულ არჩევანზე და ეკლესიებისთვის ტყის გადაცემის შესახებ გაკეთებულ განცხადებებზეც ისაუბრა.

"რატომ გენანებათ ეკლესიისთვის გადმოცემული ქონება? ეს ხომ უფრო მეტად დაცული და შენახული იქნება. რამდენი მიწა ჩინელებზე გასხვისდა, ასე უფრო დაცული არ იქნება? ეკლესია სად წაიღებს ამას?პირიქით, ეს ჩვენთვის ტვირთი უფრო არის, ვიდრე ფუფუნების საგანი.

რა იყო ჩემს ქადაგებაში გაურკვეველი, რა ვთქვი იქ გაურკვევლად? გინდათ ისეთი ევროპა, რომელიც ეკლესიას შეგაძულებს, ტრადიციას და ოჯახის სიწმინდეს შეგაძულებს? ვინც ცალი ხელით ევროპას ქადაგებს და მეორე ხელით ეკლესიას აგინებს, ისინი გვაძულებენ ევროპას",-ამბობს მეუფე ანტონი.

რაც შეეხება სინოდის სხდომაზე,  ევროპულ არჩევანზე რეფერენდუმის ჩატარების საკითხის გატანას, მღვდელმთავარი პასუხობს: როცა მოვიფიქრებ და გადავწყვეტ, მაშინ გეტყვით.

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა, ქაგადებისას თქვა, რომ ფიქრობს სინოდის სხდომაზე გაიტანოს საკითხი, რათა ჩატარდეს ხელახალი რეფერენდუმი ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანზე. მისი თქმით, ევროპა გვართმევს ფასეულობებს, რის გამოც ქართველი ხალხის გადაწყვეტილება ევროპასა და ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციაზე, გადასახედია.

"მებადება ეჭვი, ხომ არ გადავხედოთ ჩვენს არჩევანს, როდესაც ჩვენ ავირჩიეთ ევროატლანტიკური გზა. თუ ევროპის ფასეულობა არის ეკლესიის სიძულვილი, ტრადიციების, ოჯახის სიწმინდის უგულებელყოფა, ჩვენ არ გვინდა ასეთი ევროპა. მე სერიოზულად ვფიქრობ და ალბათ, სინოდში დავსვამ ამ საკითხს, რომ ხელახალი რეფერენდუმი ხომ არ მოვიწვიოთ და  ვკითხოთ ხალხს, გვინდა თუ არა ასეთი ევროპა? ,-განაცხადა მიტროპოლიტმა ქადაგებისას.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.