ახალი ამბები
"50 000 ლარი დავხარჯეთ სლოგანში, რომელიც არაფრის მთქმელი არ არის"
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობა"  ქუთაისის მერიას, ტურისტული სლოგანის მომზადებისთვის დახარჯული 50 000 ლარის გამო აკრიტიკებს.

პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი და საკრებულოს დეპუტატი, გიგა შუშანია აცხადებს, რომ გარდა იმისა, რომ სლოგანი გაუგებარი შინაარსისაა, გაუმართლებელია მისთვის გაღებული ხარჯებიც. ოპოზიციონერი დეპუტატი, ასევე, აპროტესტებს ტურიზმის ცენტრის მიერ გიდების გადასამზადებლად 60 000 ლარის დახარჯვას და  მიიჩნევს, რომ თანხა, რომელსაც მერია არამიზნობრივად ხარჯავს, პანდემიით დაზარალებულ ოჯახებს უნდა მოხმარდეს.

"ქუთაისის მერია აგრძელებს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას. ამის მაგალითია ქალაქის რებრენდიგისთვის დახარჯული 50 000 ლარი, რომლის შედეგადაც მივიღეთ   სლოგანი "ქუთაისი ქალაქია", რომელიც სინამდვილეში არაფრის მთქმელი არ არის, მითუმეტეს უცხოელი ტურისტებისთვის. გარდა ამისა, ახლა, როცა ტურიზმი გაჩერებულია, ტურიზმის ცენტრმა გამოაცხადა 60 000 ლარიანი ტენდერი და აპირებს 20 გიდს ჩაუტაროს ტრენინგი.
რა დროს გიდების გადამზადებაზე ზრუნვაა, როცა კონკრეტული ადამიანები შიმშილობენ?! ეს ორივე ხარჯი, სრულიად საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ 1100 პენსიონერს მედიკამენტების ვაუჩერი მიეღო, 50-მდე გიდისთვის კი, რომლებიც რეგისტრირებული არიან ქუთაისში, 300 ლარიანი დახმარება მიეცათ. ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ქუთაისის მერია გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე ცდილობს საკუთარი კომფორტისთვის გათვლილი თანხების დახარჯვას",-განაცხადა გიგა შუშანიამ.

ქუთაისის ტურიზმის ცენტრში ოპოზიციონერი დეპუტატის კრიტიკას მოგვიანებით უპასუხებენ.

ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ,  ადგილობრივი ბიუჯეტიდან  ქალაქის ტურისტული კლიპისა და ლოგოს შესაქმნელად 50 000 ლარი დახარჯა.ქალაქის რებერენდიგზე კერძო კომპანია "მილენიალ ჰაბმა" იზრუნა. საბოლოოდ, სლოგანმა "ქუთაისი ქალაქია" საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.

ქუთაისის მერიამ ტურისტული ლოგო და სლოგანი ერთხელ უკვე  შექმნა. 2016 წელს სლოგანი "ქუთაისი ღიმილის ქალაქია" ბიუჯეტს 6000 ლარი დაუჯდა.

ამავე თემაზე:

გამოცანა: "ქუთაისი ქალაქია"- რისი თქმა სურს ხელისუფლებას და რა გაიგო საზოგადოებამ
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, რუსთაველის
გამზირზე ''რუსული კანონის'' წინააღმდეგ მიმდინარე
აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.


უწყების ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით,
ორგანიზატორებთან შეთანხმების შედეგად, პოლიციამ უზრუნველყო
რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა, რათა შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეებს
საშუალება ჰქონოდათ შეუზღუდავად გამოეხატათ საკუთარი პროტესტი.

ასევე შსს-ის განცხადებით, წინა წლების გამოცდილების
გათვალისწინებით, პარლამენტის შენობის გამოსასვლელების შესაძლო
ბლოკირების, ძალადობრივი ქმედებების პრევენციის და ადგილზე
მართლწესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო
გადაწყვეტილება, რომ აქციის მონაწილეებს არ მისცემოდათ პარლამენტის
შენობის გვერდითა შესასვლელებთან აქციის გაგრძელების საშუალება.
შესაბამისად, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე, პარლამენტის
შესასვლელებთან განთავსდა პოლიციის კორდონები.

''საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გასული წლის 7-8
მარტს მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციაზე გაკეთებულ მსგავს მოწოდებებს,
რომ აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმდებარედ
განლაგებულიყვნენ, შედეგად მოჰყვა პოლიციაზე თავდასხმები, როგორც
ბლაგვი საგნებით ასევე ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“
გამოყენებით.
ასევე, მიუხედავად იმისა, რომ 7-8 მარტს, პოლიციამ
პარლამენტის შენობიდან დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების
გამოსვლის შემდეგ, სრულად გაათავისუფლა საპოლიციო კორდონებისგან
ტერიტორია, აქციის მონაწილეებმა სწორედ მაშინ დაიწყეს პარლამენტის
შენობაზე შტურმი, ცეცხლი წაუკიდეს შენობას, დააზიანეს დამცავი
ჯებირები და ცხაურები, ასევე შეეცადნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.
გარდა ამისა, დააზიანეს სამინისტროს კუთვნილი ავტომობილები და
პოლიციის სპეციალური აღჭურვილობა.
საზოგადოებრივი წესრიგის მიზანმიმართული, მასობრივი
დარღვევა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. პოლიციამ,
წესრიგის აღდგენის მიზნით, რამდენჯერმე გამოიყენა პროპორციული ძალა და
სპეციალური საშუალებები.

აღნიშნული გამოცდილების გათვალისწინებით, 2024 წლის
15 აპრილს პოლიციამ განახორციელა ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება
რათა ერთის მხრივ თავიდან აეცილებინა ძალადობა, მასობრივი
დაპირისპირება და ამასთან, უზრუნველყო რუსთაველის გამზირზე შეკრებილი
მოქალაქეებისთვის შეკრება-მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის
საშუალება. მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა,
აქციის მონაწილეებს მაინც ჰქონდათ მცდელობა გაერღვიათ საპოლიციო
კორდონები, რა დროსაც პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ
იქნა 14 პირი.
აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობრივი ქმედებების
დროს, დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო
პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა,''-ნათქვამია
განცხადებაში.


რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე გუშინ,
15 აპრილს პოლიციამ 14 ადამიანი დააკავა.
16:35 / 16.04.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, რუსთაველის გამზირზე ''რუსული კანონის'' წინააღმდეგ მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.


უწყების ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით, ორგანიზატორებთან შეთანხმების შედეგად, პოლიციამ უზრუნველყო რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა, რათა შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეებს საშუალება ჰქონოდათ შეუზღუდავად გამოეხატათ საკუთარი პროტესტი.

ასევე შსს-ის განცხადებით, წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით, პარლამენტის შენობის გამოსასვლელების შესაძლო ბლოკირების, ძალადობრივი ქმედებების პრევენციის და ადგილზე მართლწესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აქციის მონაწილეებს არ მისცემოდათ პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელებთან აქციის გაგრძელების საშუალება. შესაბამისად, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე, პარლამენტის შესასვლელებთან განთავსდა პოლიციის კორდონები.

''საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გასული წლის 7-8 მარტს მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციაზე გაკეთებულ მსგავს მოწოდებებს, რომ აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმდებარედ განლაგებულიყვნენ, შედეგად მოჰყვა პოლიციაზე თავდასხმები, როგორც ბლაგვი საგნებით ასევე ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენებით.
ასევე, მიუხედავად იმისა, რომ 7-8 მარტს, პოლიციამ პარლამენტის შენობიდან დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების გამოსვლის შემდეგ, სრულად გაათავისუფლა საპოლიციო კორდონებისგან ტერიტორია, აქციის მონაწილეებმა სწორედ მაშინ დაიწყეს პარლამენტის შენობაზე შტურმი, ცეცხლი წაუკიდეს შენობას, დააზიანეს დამცავი ჯებირები და ცხაურები, ასევე შეეცადნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას. გარდა ამისა, დააზიანეს სამინისტროს კუთვნილი ავტომობილები და პოლიციის სპეციალური აღჭურვილობა.
საზოგადოებრივი წესრიგის მიზანმიმართული, მასობრივი დარღვევა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. პოლიციამ, წესრიგის აღდგენის მიზნით, რამდენჯერმე გამოიყენა პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.
აღნიშნული გამოცდილების გათვალისწინებით, 2024 წლის 15 აპრილს პოლიციამ განახორციელა ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება რათა ერთის მხრივ თავიდან აეცილებინა ძალადობა, მასობრივი დაპირისპირება და ამასთან, უზრუნველყო რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეებისთვის შეკრება-მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის საშუალება. მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებს მაინც ჰქონდათ მცდელობა გაერღვიათ საპოლიციო კორდონები, რა დროსაც პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა 14 პირი.
აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობრივი ქმედებების დროს, დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა,''-ნათქვამია განცხადებაში.

რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე გუშინ, 15 აპრილს პოლიციამ 14 ადამიანი დააკავა.
გამოცდების ეროვნული ცენტრი 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების
არჩევითი საგნების სტატისტიკას აქვეყნებს.
16:27 / 16.04.2024
გამოცდების ეროვნული ცენტრი 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების არჩევითი საგნების სტატისტიკას აქვეყნებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.