ავტომანქანაში სამ ადამიანზე მეტის ყოფნის თაობაზე შეზღუდვა იხსნება,
- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებისას განაცხადა.
მისი თქმით, შეზღუდვა რჩება მხოლოდ ტაქსებზე.
„მივიღეთ გადაწყვეტილება ერთ
ავტომობილში სამი ადამიანის შეზღუდვა გაგრძელდეს მხოლოდ ტაქსებზე და
სხვა ყველა საავტომობიო საშუალებაში გაუქმდეს“,- განაცხადა
გახარიამ.
პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის მიხედვით,
დაახლოებით ორი თვეა მსუბუქ მანქანაში სამზე მეტი ადამიანის ყოფნა
იკრძალებოდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.




მასალის გამოყენების პირობები