ახალი ამბები
ქუთაისის "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელად მიხეილ აშვეთია დაინიშნა
FaceBook
ქუთაისის "ტორპედოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. აღნიშნულ მოვალეობას დროებით 37 წლის მიხეილ აშვეთია შეასრულებს. 


"ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში, ქუთაისის "ტორპედოს" ბოლოდროინდელი წარუმატებელი თამაშის გამო, ქალაქის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა მთავარ გუნდში საკუთარი საკადრო პოლიტიკა გადახედოს. შედეგად, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გიორგი დარასელია "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი აღარაა. მას დროებით 37 წლის მიხეილ აშვეთია შეცვლის, რომელიც ბოლო მომენტამდე 15-წლამდელ ჭაბუკ ტორპედოელებს წვრთნიდა," - აცხადებენ გუნდში.

გიორგი დარასელიამ "ტორპედო" მიმდინარე წლის იანვარში ჩაიბარა და მის სათავეში ზუსტად 9 თვე დაჰყო. გუნდმა მისი ხელმძღვანელობით 21 საჩემპიონატო (8 მოგება, 6 ფრე, 7 მარცხი, ბურთების შეფარდება 27:25) და 5 სათასო (3 მოგება, თითო ფრე და წაგება, ბურთები 8:3) მატჩი გამართა.

"კლუბის დირექტორატი, "ტორპედოს" თავკაცის პოსტზე უფრო გამოცდილი სპეციალისტის დაყოლიებას ცდილობს. დიდი ალბათობით იგი უცხოელი იქნება," - აცხადებენ გუნდში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
2026-2027 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები
ადგილების რაოდენობა იცვლება — ბაკალავრიატსა და ერთსაფეხურიან
პროგრამებზე 21 574 ადგილი განისაზღვრა, ხოლო მაგისტრატურაში 3 335.
12:59 / 27.02.2026
2026-2027 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები ადგილების რაოდენობა იცვლება — ბაკალავრიატსა და ერთსაფეხურიან პროგრამებზე 21 574 ადგილი განისაზღვრა, ხოლო მაგისტრატურაში 3 335.
სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში გარემოსთვის საშიში ნივთიერების ან
ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევის ბრალდებით სამი პირი
დააკავეს.
22:30 / 26.02.2026
სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში გარემოსთვის საშიში ნივთიერების ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.