ახალი ამბები
ონლაინ მედიის სოლიდარობა აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს
FaceBook
ონლაინ გამოცემებმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და რადიოს ჟურნალისტების მხარდასაჭერად თავიანთი სოციალური გვერდების "ქავერები" შეცვალეს.

კოლეგების მხარდასაჭერ აქციას ინტერნეტ გამოცემების ნაწილი დილის 10:00 საათიდან კოალიცია "მედიის ადვოკატირების" ინიციატივით შეუერთდა. 

კოლეგების მიმართ სოლიდარულია ქუთაისიპოსტი და გუნდის სახელით ჩვენი მედია გამოცემა სოლიდარობას ამ ფორმით გამოხატავს. 

მანამდე პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, სამ მაისს, 19:00 საათზე 20-მდე ეროვნულმა და რეგიონულმა მაუწყებლებმა ერთი წუთით ეთერი გათიშეს. ეკრანზე ჩანდა წარწერა: "სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს". 

პრობლემები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მას შემდეგ დაიწყო, რაც 2019 წელს 22 ნოემბერს "ქართული ოცნების" კვოტით დაკომპლექტებულმა ბორდმა ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩია. მისი დანიშვნის შემდეგ მაუწყებლის თანამშრომლები ეჭვებს გამოთქვამდნენ, რომ ახალი დირექტორი ხელისუფლების დავალებით მათი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას მოისურვებდა. მან უკვე არაერთი კრიტიკულად განწყობილი თანამშრომელი ჩამოაშორა საინფორმაციო სამსახურს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ჭიათურაში მაღაროელები უკვე მე-200 დღეა, ქუჩაში არიან გამოსული და
სამართლიანი და ღირსეული სამუშაო გარემოსთვის იბრძვიან.
12:54 / 15.09.2025
ჭიათურაში მაღაროელები უკვე მე-200 დღეა, ქუჩაში არიან გამოსული და სამართლიანი და ღირსეული სამუშაო გარემოსთვის იბრძვიან.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების
შესაბამისად, 1-ელი ოქტომბრიდან CE, DE კატეგორიების და C1E, D1E
ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები
გამოცდების პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.
12:47 / 15.09.2025
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 1-ელი ოქტომბრიდან CE, DE კატეგორიების და C1E, D1E ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდების პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.