ახალი ამბები
ქუთაისში სასურსათო მაღაზია დააყაჩაღეს
FaceBook
ქუთაისში, შარტავას ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიას უცნობი პირი თავს დაესხა.
შემთხვევა კომენდანტის საათის დაწყებადე ცოტა ხნით ადრე მოხდა. მძარცველი მაღაზიაში ცივი იარაღით შეიჭრა და სალაროდან თანხის გატაცება სცადა, თუმცა, მოლარემ ამის საშუალება არ მისცა.

თავსამსხმელსა და მაღაზიის თანამშრომელს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს მოლარემ ყელის არეში მსუბუქი ჭრილობა მიიღო. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საბოლოოდ, მძარცველმა მაღაზიიდან თანხის წაღება ვერ შეძლო და გაიქცა. მომხდარზე საუბარი არ სურთ მაღაზიის თანამშრომლებს.

როგორც ქუთაისიპოსტს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სსკ–ს 179–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.



Kokorich Mikhail momentus
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ყაჩაღობა
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.