ახალი ამბები
ხარაგაულში ადიდებულმა მდინარემ საკალმახე მეურნეობა გაანადგურა (ვიდეო)
FaceBook
ხარაგაულში მოსულმა უხვმა ნალექმა ყველაზე დიდი ზარალი ფხალაძეების ოჯახს მიაყენა.
ძლიერი სეტყვის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჯიხველამ სრულად გაანადგურა მათი საკალმახე მეურნეობა. ოჯახი თევზის გარეშე დარჩა.

"10 წუთში მოვარდა, ვერაფრის გაკეთება ვერ მოვასწარით. პატარა მდინარეა, ზაფხულში თითქმის არ არის წყალი, მაგრამ უცებ დიდდება. 1000 თევზიდან 10 თუ იქნება გადარჩენილი. სრულად გაგვინადგურდა ყველაფერი. შარშან გავაკეთეთ ეს მეურნეობა, ახლა იყო მზად რეალიზაციისთვის, მაგრამ ყველაფერი წყალში ჩაიყარა",–ამბობს ნინო ფხალაძე.

ნინო ფხალაძე ხარაგაულის მერიაში საინფორმაციო სამსახურში სპეციალისტად მუშაობს. ამბობს, რომ ჯერ არ იცის შეძლებს თუ არა მუნიციპალიტეტი მის დახმარებას.
"ამ პანდემიის გამო ნამდვილად არ ვიცი რამდენად ექნება ამის საშუალება ჩვენს მუნიციპალიტეტს", – ამბობს ნინო ფხალაძე.

ფხალაძეების გარდა, ხარაგაულში მოსულმა უხვმა ნალექმა კიდევ რამდენიმე ოჯახი დააზარალა, თუმცა, როგორც ადგილობრივ მუნიცპალიტეტში ამბობენ, სტიქიის შედეგად მხოლოდ ყანებია დატბორილი.

"სამი ოჯახის ყანაა დატბორილი ახალსოფელში. სხვა ზარალი არ არის, გარდა ამ საკალმახესი. ზარალის რაოდენობა ჯერ არ დაგვითვლია", – ამბობს ხარაგაულის მერის თანაშემწე ლაშა ნიქაბაძე.

ხარაგაულში ძლიერი სეტყვა 2 მაისს მოვიდა. ნალექმა სანიაღვრე სისტემა ჩაკეტა, რის შედეგადაც მდინარე ჯიხველა ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინდისის ბრძოლის მემორიალურ შენობებს (სადგური, პლატფორმა, სამართავი
პუნქტი) კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი
მიენიჭა. 
16:13 / 08.08.2020
შინდისის ბრძოლის მემორიალურ შენობებს (სადგური, პლატფორმა, სამართავი პუნქტი) კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 

სენაკის მუნიციპალიტეტში ყაჩაღობა მოხდა.
15:31 / 08.08.2020
სენაკის მუნიციპალიტეტში ყაჩაღობა მოხდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.