ახალი ამბები
„ქართული ღვინის რესურსი გაცილებით მეტია - ქუთაისში ღვინის დღე აღინიშნა
FaceBook
ქუთაისში „ ქართული ღვინის დღე“ აღინიშნა.

ღონისძიება ქალაქის ისტორიულ უბანში „ოქროს ჩარდახის“ ტერიტორიზე გაიმართა და მასში მონაწილეობა იმერელმა მეწარმეებმა მიიღეს. შესაბამისად ღვინოც იმერული იყო წარმოდგენილი.

„ღვინის დღის აღნიშვნა ტრადიციად გვინდა დავამკვიდროთ. ამიტომ გაისად გაცილებით მასშტაბური ღონისძიება იქნება“, -აღნიშნა ქუთაისის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა პაატა კლდიაშვილმა.

ღონისძიებაზე ხაზი გაესვა ღვინის კულტურის მნიშვნელობასა და ქართული ღვინის ადგილს ევროპის ბაზარზე.

„საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის ღვინის კულტურა. ამიტომ როგორც კულტურას და როგორც ბიზნესს პრომოუშენი უნდა გავუწიოთ. მისი რესურსი გაცილებით მეტია და ეს რესურსი უნდა გამოვიყენოთ“, - აღნიშნა პაატა კლდიაშვილმა.

ღონისძიებას ქალაქის სტუმრებიც ესწრებოდნენ, რომელთაც არა მხოლოდ ღვინის დაგემოვნება, არამედ სადღეგრძელოების მრავალფეროვანი სპექტრიც გააცნეს ღონისძიებაე მოწვეულმა „ჩოხოსნებმა“.

ქართული ღვინის დღე ქუთაისში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ქუთაისის მერიის ორგანიზებით გაიმართა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.