ახალი ამბები
დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას აღნიშნავს
FaceBook

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს.


დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. იგი ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება.

წმინდა სახარების მიხედვით, მაცხოვრის შესვლა იერუსალიმს ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა და მას უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს. იერუსალიმისკენ მიმავალ მაცხოვარს გზაზე ხალხი სამოსელს უფენდა, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მას. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: "ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!"

დღესასწაულთან დაკავშირებით მლოცველები ტაძრებში ბზის რტოებით და სანთლებით მიდიან. ეკლესიებში ბზა იკურთხება, როგორც სიმბოლო უფლისთვის მიგებებისა.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ბზობა
მსგავსი სიახლეები
ახალი რეგულაციების შესაბამისად, 10 ივნისიდან, თბილისიდან,
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ოფიციალური გადამყვანი
ავტობუსები, ახალი ლოკაციებიდან, დედაქალაქის ავტოსადგურებიდან
გავლენ.
13:31 / 09.06.2025

ახალი რეგულაციების შესაბამისად, 10 ივნისიდან, თბილისიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ოფიციალური გადამყვანი ავტობუსები, ახალი ლოკაციებიდან, დედაქალაქის ავტოსადგურებიდან გავლენ.

ჭიათურაში მაღაროელები უკვე 100 დღეზე მეტია, ქუჩაში არიან და
სოციალური სამართლიანობის აღდგენის მიზნით, პროტესტს აგრძელებენ.
11:58 / 09.06.2025
ჭიათურაში მაღაროელები უკვე 100 დღეზე მეტია, ქუჩაში არიან და სოციალური სამართლიანობის აღდგენის მიზნით, პროტესტს აგრძელებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.