ახალი ამბები
ქუთაისის მერის მოვალეობას დავით ერემეიშვილი შეასრულებს
FaceBook
ქუთაისის მერის მოვალეობას ვიცე–მერი, დავით ერემეიშვილი შეასრულებს.

განცხადებაში ჭიღვარია ამბობს, რომ მერის პოსტის დატოვებასთან ერთად, პოლიტიკიდანაც მიდის, თუმცა, წასვლის მიზეზებზე არ საუბრობს.


"2017 წლის ნოემბერში, ქუთაისელების დიდი ნაწილის გადაწყვეტილებით, მე წილად მხვდა პატივი გავმხდარიყავი ქუთაისის არჩეული მერი. ეს იყო როგორც უდიდესი ნდობა, ამასთანავე უზარმაზარი პასუხისმგებლობაც. იმ დღიდან დღემდე, მე და ჩემმა გუნდმა,
ქალაქში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი დავიწყეთ და დავასრულეთ, ბევრ მათგანზე ამ რთულ დღეებშიც კი არ შეჩერებულა მუშაობა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საარჩევნო ვადა ჯერ არ ამოწურულა, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ქუთაისის მერის თანამდებობა და წავიდე პოლიტიკიდან. თუმცა, მე არ მივდივარ ჩემი ქალაქიდან და ყოველთვის მისი გულშემატკივარი ვიქნები. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს გამოცხადებული ნდობისთვის, ჩემს გუნდს - გვერდით დგომისთვის, მედიას- თანამშრომლობისთვის. მშვიდობას და წარმატებას ვუსურვებ ჩემს ქალაქს", – ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი ჭიღვარია ქუთაისის მერად 2017 წელს აირჩიეს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში არსებულ მუხნარის
ტყე-პარკში ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი
12:11 / 20.08.2025
ქუთაისში არსებულ მუხნარის ტყე-პარკში ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი"-ს ორგანიზებისთვის ქუთაისის მერია ტენდერს ( NAT250015047) აცხადებს.


შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 58`000 ლარია.

ფესტივალი გაიმართება 13-14 სექტემბერს.

ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად ფესტივალზე წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი მუსიკალური ჟანრები:

Ibiza House Classics
Trance Anthems 
Dance & Disco Classics
დამატებით დასაშვებია: Deep House და Chillout Grooves



ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით კონცერტების ხანგრძლივობა თითოეულ დღეს არანაკლებ 180 წუთი.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის
სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი
მოქალაქე.
15:44 / 19.08.2025
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.