ახალი ამბები
მეშახტეებისა და მაღაროელების შრომა კორონავირუსის ფონზე
FaceBook
ქვეყანაში მკაცრი კარანტინის რეჟიმის პირობებში მძიმე მრეწველობაში დასაქმებულები სოციალური დისტანციის დაცვის პრობლემაზე ჩივიან.

კორონავირუსის ეპიდემიის შეზღუდვის მიზნით ქვეყნის ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა, თუმცა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მიუხედავად შეზღუდვები გარკვეული საწარმოებზე არ ვრცელდება. ტყიბულში, ჭიათურასა და ზესტაფონიში ასობით მეტალურგი და სამთოელი #დარჩი სახლში მოწოდების ფონზე, მაღალის რისკის ქვეშ მუშაობს.

მინდელის სახელობის შახტში დასაქმებულ ხვიჩა გაბუნიას თქმით, მეშახტეები შეშინებულები არიან და პრობლემაზე სამსახურის დაკარგვის შიშის გამო უმრავლესობა მათგანი ვერ საუბრობს.

"ასობით ადამიანი იყრის ერთად თავს, აბაზანაში მაგალითად, და ეს როგორი კარანტინია? რომ ვიყვიროთ და შახტი დახურონ, მერე რა ვქნათ საერთოდ. შეშინებულები არიან ბიჭებიც, ხელფასი რომ არ გადაგვიხადონო და იძულებულები ვართ ცხვრებივით ვიაროთ შახტში. აქ რომ დაფიქსირდეს ვირუსი, ხომ დამთავრებული იქნება ტყიბულის ამბავი. თითქმის ყოველი მეორე შახტში მუშაობს. გვეშინია უკვე სახლში შესვლის", - ამბობს ხვიჩა გაბუნია.

მეშახტე ირაკლი ჩიხლაძის თქმით, დეზინფექცია შახტში ყოველდღიურად ტარდება და თანამშრომლებს პირბადეებიც დაურიგეს, თუმცა აღნიშნავს, რომ მეშახტეებს შორის დისტანციის დაცვა მუშაობისას, შეუძლებელია.

"თითქმის შეუძლებელია დისტანციის დაცვა. მთავარია ვინმე არ დაინფიცირდეს, თორემ უკვე ძალიან რთულ დღეში აღმოვჩნდებით ყველანი", - ამბობს ირაკლი ჩიხლაძე.

საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით 21:00 საათიდან 06:00 საათამზე იკრძალება პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით. თუმცა მძიმე მრეწველობაში დასაქმებულებზე არც ეს შეზღუდვა ვრცელდება.

მეშახტეების თქმით, სამსახურში გასვლა ცვლის მიხედვით ღამის 12:00 საათზე უხდებათ, შინ დაბრუნება ნაწილს - ღამის სამ საათზე, ნაწილს კი - დილით.

ტყიბულის მეშახტეთა პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გაგა ისაკაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შახტში შესაბამისი უწყებების მიერ გაცემული რეკომენდაციები სრულდება. მისი თქმით, მეშახტეებს კომენდანტის საათის დროს გადაადგილების პრობლემა არ შეექმნებათ.

"დეზინფექცია უტარდება როგორც ვაგონებს, ასევე, დამხმარე ჭაურებს, ტრანსპორტსაც, რომლითაც გადაადგილდებიან მეშახტეები. თუ მანამდე 20-25 ადამიანი გადაჰყავდა ავტობუსს, ახლა 12-13-ით შემცირდა. სველ წერტილებში შეიძლება იყოს დისტანცირების პრობლემა, მაგრამ არც ისე ბევრი ადამიანი იყრის თავს. მაქსიმუმ, 2-დან 6 ადამიანამდე იქნება", - ამბობს გაგა ისაკაძე.

ძირითადად, სოციალური დისტანციის პრობლემაზე საუბრობენ მაღაროელები ჭიათურაშიც. "ჯორჯიან მანგანეზი" კი აცხადებს, რომ ისინი საგანგებო რეჟიმის ყველა შეზღუდვასა და რეგულაციას ითვალისწინებენ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით ასრულებენ. მათ დაქვემდებარებაშია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაც. 

სოლიდარობის ქსელის თავმჯდომარის სოფო ჯაფარიძის თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია შახტებსა და მაღაროში საწარმოო პროცესი ქვეყანაში COVID-19-ის ეპიდემიის საფრთხის შემცირებამდე შეჩერდეს. დასაქმებულებს კი ხელფასი უნდა შეუნარჩუნდეთ.

"ესენი არიან მოგებაზე ორიენტირებული კომპანიები, ამიტომ უსაფრთხოების დაცვა მათთვის პრიორიტეტული ვერ იქნება. გარდა ამისა, როგორც ცნობილია განსაკუთრებით ისეთ პაციენტებს ურთულდებათ ვირუსი, რომლებსაც ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ. ამ შემთხვევაში კი მაღაროელები და მეშახტეები რისკის ჯგუფებში არიან. ამიტომაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ისინი არ მუშაობდნენ", - ამბობს სოფო ჯაფარიძე. 

ორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში 30 მარტს საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა აიკრძალა სამ ადამიანზე მეტის შეკრება.


რა შეზღუდვებია დაწესებული საყოველთაო კარანტინის შესაბამისად ნახეთ აქ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ
მესხიშვილის თეატრთან დააკავა, თავისუფალია.
17:29 / 22.04.2024
ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ მესხიშვილის თეატრთან დააკავა, თავისუფალია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.