ახალი ამბები
საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი შემცირებულია
FaceBook
საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი შემცირებულია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელის, ნოე მეგრელიშვილის განცხადებით, ჰაერში დამაბინძურებლების ზღვრული მნიშვნელობების გადაჭარბება 15 მარტიდან არ დაფიქსირებულა.

სპეციალისტები აღნიშნულს მთავრობის მიერ ბოლო კვირებში მიღებულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის ფრენების აკრძალვას, ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვას, ასევე ქალაქებში ავტომანქანების შემცირებულ რაოდენობას უკავშირებენ.


როგორც ნოე მეგრელიშვილი  განმარტავს, ყველაზე მკვეთრად ჰაერში აზოტისოჟანგის შემცვლელობაა შემცირებული.


ნოე მეგრელიშვილის თქმით, ქვეყნის კანონმდებლობით და საერთაშორისო სტანდარტით, აზოტისოჟანგისთვის წლიური ნორმა არის 40 მიკრო გრამი/ მეტრ კუბში, დღეს კი ქვეყნის მასშტაბით, ყველა სადგურზე ეს მონაცემი საშუალოდ 25-30-ის ფარგლებში ფიქსირდება.


"დღეისათვის, ჰაერის ხარისხის მონიტორინგს 4 უმსხვილეს ქალაქში ვაწარმოებთ, 8 ავტომატური სადგურით. ეს ქალაქებია: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი. ყველა ამ სადგურზე ძირითადი დამბინძურებლების შემცირება ფიქსირდება. ქვეყანაში პრობლემური იყო მყარი ნაწილაკები და აზოტისოჟანგი. იქიდან გამომდინარე, რომ დაბინძურების წყაროები შემცირდა, განსაკუთრებით ეს ეხება ავტოტრანსპორტის ნაკადის მკვეთრ შემცირებას, ამან გამოიღო თავისი დადებითი შედეგი და 15 მარტიდან არცერთი დამაბინძურებლის ზღვრული მნიშვნელობები არ არის გადაჭარბებული. განსაკუთრებით ეს იგრძნობა აზოტისოჟანგის შემთხვევაში. 11 მარტიდან, მას შემდეგ რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა, ცალსახად ვხედავთ, რომ ჰაერში აზოტისოჟანგის კონცენტრაცია, რომელიც არის ძირითადად, ავტოტრანპორტის გამონაბოლქვი, აშკარად მოდის ქვევით," - განაცხადა ნოე მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, აზოტისოჟანგის ყველაზე მკვეთრი კლება გზისპირა სადგურებზეა.

"სადგურებზე, რომელიც განთავსებულია გზის პირას, დატვირთული ქუჩების გასწვრივ, მათ შორის, ეს არის წერეთლის გამზირზე მდებარე სადგური, სადაც აშკარად გვიფიქსირდება კლება, ბათუმშიც ასევე გზისპირა სადგურია და აზოტისოჟანგის სერიოზული კლებაა. კლებაა ქუთაისში, მაგრამ არა იმ დოზით, როგორც ბათუმსა და წერეთელის გამზირზე. როცა საგანგებო მდგომარეობა მოიხსნება, რა თქმა უნდა, ისევ დაიტვირთება გზები და მატება ეტაპობრივი გვექნება, მაგრამ თუ განვითარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საზოგადოებრივი ცნობიერება ამაღდება და მოქალაქეები იგივე ველოსიპედით ან ფეხით ივლიან, ამ შემთხვევაში, მატება არ უნდა იყო ისეთივე მაღალი, როგორიც გვქონდა. ჰაერში გოგირდის დიოქსიდი, ნახშირჟანგი, ყოველთვის იყო ისედაც გაცილებით უფრო დაბალი კონცენტრაციით, ვიდრე ევროპული სტანდარტით იყო გაწერილი," - განაცხადა მეგრელიშვილმა.

გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, დღესაც პრობლემური არის ჰაერში მყარი ნაწილაკები შემცვლელობა.


"თუმცა, მის ფორმირებაში ანუ მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის შექმნაში, ტრანსპორტს იმხელა წვლილი არ მიუძღვის, ეს არის სამშენებლო და სამრეწველო სექტორის გამო. ეს არის იგივე შეშის მოხმარებისა და საზღვრებს გარედან შემოსული მტვერის გამო. მყარი ნაწილაკების შემცირების ასეთი მკვეთრი სურათი არ გვაქვს. რა თქმა უნდა, იქაც გვაქვს მცირედით კლება, მაგრამ არა მკვეთრი, რადგან უმსხვილესი სამრეწველო და სამშებელო სექტორი კვლავაც აგრძელებს მუშაობას. წყალის დაბინძურებაზე ინფორმაცია არ გვაქვს, რადგან წყლის სიჯების აღება ამ ეტაპზე შეჩერებულია, არსებული მდგომარეობიდან გამოდმინარე. თან, ამასთნ ასეთი მყისიერი შედეგი შეუძლებელია გვქონდეს. წყალში გამოჩნდება რამდენიმე თვის შემდეგ თუ ასე გაგრძელდა," - განაცხადა მან.


რაც შეეხება ჰაერში ტყვიის შემცვლელობას, ნოე მეგრელიშვილის თქმით, მონიტორინგის შედეგებით დასტურდება, რომ წლებია ჰაერში ტყვია არის ზღვარზე გაცილებით უფრო დაბალი კონცენტრაციით.

შეგახსენებთ, რომ კონორავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მთავრობის გადაწყვეტილებით, აიკრძალა ფრენები, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, სამარშრუტო ტაქსები უშუალოდ დედაქალაქში, დაიხურა სავაჭრო ობიექტები, რესტორნები და სხვადასხვა დაწესებულება, ორგანიზაციების დიდი ნაწილი კი მუშაობის ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. ხელისუფლების მოწოდებაა, მოსახლეობა დარჩეს სახლებში, რის გამოც ქალაქებში ავტოტრანპორტის მოძრაობა შემცირებულია.

interpressnews.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.