ახალი ამბები
ტყიბულელმა მეშახტეებმა პროტესტი შეწყვიტეს
FaceBook
ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტის თანამშრომლებმა პროტესტი შეწყვიტეს.
მეშახტეები ამბობენ, რომ კომპანია მათ მოთხოვნების დაკმაყოფილებას დაჰპირდა და ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე პროტესტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. თუმცა ისინი კვლავ იმ სავენტილაციო გვირაბის გავლით იმუშავებენ, სადაც რამდენიმე დღის წინ 5 მეშახტე მოიწამლა. 

მეშახტეები მოწამვლას სავენტილაციო გვირაბში დაგროვილ მხუთავ აირებს უკავშირებდნენ.

"ამჯერად, წერილობითი დაპირება მივიღეთ კომპანიისგან რომ აგვინაზღაურებენ გაცდენილ საათებს, მოხდება სარეკონსტრუქციო სამუშაოები და არ მოხდება მეშახტეების სამსახურიდან გათავისუფლება", - ამბობს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ერთერთი მეშახტე, რუსლან ბუცხრიკიძე.

ძიძიგურის შახტის მეშახტეები რამდენიმე დღის განმავლობაში უარს ამბობდნენ საფრთხისშემცველი სამუშაოს შესრულებას მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდებოდა.  

მეშახტეები, ძირითადად, გაფიცვის დღეებში გაცდენილი დღეების სრულად ანაზღაურებას ითხოვდნენ. ამასთანავე, მოითხოვდნენ ძიძიგურის შახტის ბაგირის შეცვლა  2020 წლის 31 მაისამდე მომხდარიყო და გამკაცრებულიყო შრომის უსაფრთხოების ნორმები.

მანამდე ტყიბულში ძიძიგურის სახელობის შახტში დასაქმებულები 24 თებერვალს გაიფიცნენ.

200-მდე მეშახტე მათი მინდელის სახელობის შახტში გადაყვანის შესახებ ახალი ინვესტორის გადაწყვეტილებას აპროტესტებდა. მათი თქმით, ახალ სამუშაო ადგილამდე მისვლა გაცილებით უფრო საფრთხის შემცველი გზით, მიწისქვეშა სავენტილაციო გვირაბით მოუწევდათ.

მეშახტეებმა გაფიცვა 28 თებერვალს შეწყვიტეს, მას შემდეგ რაც კომპანიისგან სიტყვიერი დაპირება მიიღეს, რომ ძიძგურის შახტი მალე აღდგებოდა.


ამავე თემაზე:

ტყიბულში მეშახტეები აქციას მართავენ

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.