ქუთაისში საქალაქო მიკროავტობუსების მუშაობის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
მიკროავტობუსებს სრულად ჩაანაცვლებენ ავტობუსები თბილისში. მთავრობის
გადაწყვეტილებით 18 მარტიდან ქალაქში მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები
და მეტრო იმუშავებს.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის
ფარგლებში, საკოორდინაციო საბჭომ ახალი რეგულაციების დაწესების
შესახებ გადაწყვეტილება დღეს მიიღო.
პრემიერ–მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ამ ეტაპზე საგანგებო
მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა,
საჭიროების შემთხვევაში მთავრობა არათუ საგანგებო ზომებს მიიღებს,
არამედ კარანტინსაც გამოაცხადებს.
დღესვე, პრემიერმა თქვა, რომ თუ აქამადე სახელმწიფო ვირუსის იმპორტის შეჩერებაზე მუშაობდა, ახლა გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაზე გადავიდა.
ქუთაისში, შენობა, სადაც წლების განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები ფუნქციონირებდა, ახლა უყურადღებობით ნადგურდება.
ჭიათურის თეატრის რეაბილიტაციაზე 13 660 231 ლარი იხარჯება, თუმცა პროექტი უკვე ორი წელია გრძელდება და სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. მიზეზად პროექტში შეტანილი დამატებითი ცვლილებები სახელდება.




მასალის გამოყენების პირობები