ახალი ამბები
თერჯოლის გამგეობა იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ დავას უზენაეს სასამართლოში გააგრძელებს
FaceBook
რამდენიმე თვის წინ იეჰოვას მოწმეებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში პროცესი მოიგეს.

თერჯოლის გამგეობა იეჰოვას მოწმეების საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას (სასამართლოს მიერ მინიჭებულ სამლოცველოს მშენებლობის ნებართვას) უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. რამდენიმე თვის წინ იეჰოვას მოწმეებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში პროცესი მოიგეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ზესტაფონის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ზესტაფონის სასამართლომ თერჯოლის გამგეობის მშენებლობის შემაჩერებელი ბრძანება გააუქმა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე თერჯოლაში იეჰოვას მოწმეებს სამლოცველო სახლის მშენებლობის უფლება ეძლევათ.
"ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა გავასაჩივრებთ უზენაეს სასამართლოში", - აღნიშნავს თერჯოლის გამგებელი თემურ ჯაფარიძე.
თუმცა თერჯოლის გამგეობის იურისტის გიორგი გაბრიჭიძის თქმით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაბარებიათ. გასაჩივრების უფლება გადაწყვეილების ჩაბარებიდან ერთ თვემდე პერიოდში ეძლევათ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ
პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
16:59 / 13.03.2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე გეოლოგები პირველ კომენტარს აკეთებენ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის
მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და
პროკურატურას მიმართავენ.
16:25 / 13.03.2026
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვერკისა და ხემაღალის მაცხოვრებლები, რომლებიც მეწყერმა დააზარალა, სასამართლოსა და პროკურატურას მიმართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.