ახალი ამბები
ქუთაისის მერია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის
FaceBook

ქუთაისის მერია მთავრობის რეკომენდაციის თანახმად, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის.


მერიის ინფორმაციით,სრულ დისტანციურ მუშაობაზე გადადიან ის სამსახურები, რომლებსაც არ უწევთ მოქალაქეებთან უშუალო შეხვედრები.


"რეკომენდაციის შესაბამისად, ქუთაისის მერიაში მიღებული იქნა გადაწყვეტილება მუშაობის დისტანციური რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით. სრულ დისტანციურ მუშაობაზე გადადიან ის სამსახურები, რომლებსაც არ უწევთ მოქალაქეებთან უშუალო შეხვედრები. ამ რეჟიმით იმუშავებს აუდიტის, არქიტექტურის, საფინანსო , ეკონომიკის და სამხედრო სამსახურები. ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების, სოციალურ საკითხთა, ზედამხედველობის , ინფრასტრუქტურის და ადმინისტრაციული სამსახურები, რომელთა თანამშრომლები მორიგეობით შეასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებებს, რათა ხელი არ შეეშალოს მთავრობისა და სახელმწიფო ორგანოების ეფექტურ მუშაობას",-ნათქავმია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის რეკომენდაციით, ყველა სახელმწიფო უწყება უნდა გადავიდეს დისტანციური შრომის პირობებზე. რეკომენდაცია ეხება კერძო სტრუქტურებსაც.


Facebook live-ის რეჟიმში გადაიცემა 13 მარტს საკრებულოს სხდომაც.


ბოლო მონაცემებით, საქართველოში  COVID19 სულ 24 ადამიანს დაუდგინდა. მათი უმრავლეობა იტალიაში მოგზაურობის დროს დაინფიცირდა ან იტალიიდან ჩამოსულ ადამიანებთან ჰქონდა კონტაქტი. ინფექციურ საავადმყოფოში მხოლოდ სამი პაციენტი წევს სხვა ქვეყანაში მოგზაურობის ისტორიით, მათგან ორი ირანში იმყოფებოდა, ხოლო ერთი ესპანეთში.

ხელისუფლებამ ახალი ვირუსის პრევენციის მიზნით ზომები უკვე მიიღო. შეწყვეტილია საჰაერო მიმოსვლა ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის მქონე ქვეყნებთან - ჩინეთთან ირანთან და იტალიასთან. ქვეყანაში 13 აპრილამდე  შეწყდა სასწავლო პროცესი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

COVID19 -ით მსოფლიოში 100 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, 3 000 -ზე მეტი კი გარდაიცვალა. 11 მარტს  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

ვირუსი 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში, ქალაქ უჰანიდან გავრცელდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის
არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის
ვადა ამოიწურა.
12:05 / 22.08.2025
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა.
შსს-ს თანამშრომლებმა, თბილისსა და რეგიონებში, ნარკოტიკული
საშუალებების რეალიზაციის, რეალიზაციის მომზადების, რეალიზაციის
მცდელობის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, განსაკუთრებით დიდი
ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანისა და
შეძენა-შენახვის ბრალდებით, 44 პირი დააკავეს.
11:46 / 22.08.2025
შსს-ს თანამშრომლებმა, თბილისსა და რეგიონებში, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის, რეალიზაციის მომზადების, რეალიზაციის მცდელობის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანისა და შეძენა-შენახვის ბრალდებით, 44 პირი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.