ახალი ამბები
იტალიიდან სპეცრეისით ჩამოყვანილი 97 მოქალაქე წყალტუბოს სასტუმროში იმყოფება
FaceBook
იტალიიდან სპეცრეისით ჩამოყვანილი 97 ადამიანი ორკვირიან სავალდებულო კარანტინს წყალტუბოს ერთ-ერთ სასტუმროში გაივლის.
მას შენდეგ რაც იტალიასთან ავიამიმოსვლა შეწყდა, მთავრობის გადაწყვეტილებით,  სამშობლოში საქართველელოს 156 მოქალაქე ჩამოიყვანეს. მგზავრობის ხარჯები სრულად აანაზღაურა სახელმწიფომ.

10 მარტს კორონავირუსით დაინფიცირების რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო მონაცემებით C
OVID19 სულ 23 ადამიანს დაუდგინდა. მათი უმრავლეობა იტალიაში მოგზაურობის დროს დაინფიცირდა ან იტალიიდან ჩამოსულ ადამიანებთან ჰქონდა კონტაქტი. ინფექციურ საავადმყოფოში მხოლოდ სამი პაციენტი წევს სხვა ქვეყანაში მოგზაურობის ისტორიით, მათგან ორი ირანში იმყოფებოდა, ხოლო ერთი ესპანეთში.

თბილისის ინეფქციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში მყოფი პაციენტებიდან მხოლოდ ერთის მდგომარეობაა სტაბილურად მძიმე. შვიდ ადამიანს აქვს პნევმონია, თუმცა საშუალო სიმძიმისა. დანარჩენი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა კი მსუბუქია.

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 23 შემთხვევაა დადასტურებული.


ხელისუფლებამ ახალი ვირუსის პრევენციის მიზნით ზომები უკვე მიიღო. შეწყვეტილია საჰაერო მიმოსვლა ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის მქონე ქვეყნებთან - ჩინეთთან ირანთან და იტალიასთან. ქვეყანაში ორი კვირით შეწყდა სასწავლო პროცესი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ყველა დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა.
COVID19 -ით მსოფლიოში 100 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, 3 000 -ზე მეტი კი გარდაიცვალა. კორონავირუსი ყველაზე მეტად გავრცელებულია ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

ვირუსი 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში, ქალაქ უჰანიდან გავრცელდა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.