ახალი ამბები
თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება
FaceBook
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით,
თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება.


ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო.

"ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანთა მონიტორინგი. გადაწყვეტილებაა მიღებული მთავრობის მიერ, რომ გარდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლებისა, აქ სერიოზულად იქნება მხარდაჭერა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა, რათა კარგად მოხდეს მონიტორინგი თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების, ისევე, როგორც კარანტინში მყოფი ადამიანების. ჩვენ რამდენიმეჯერ მოვუწოდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც თვითიზოლაციაში ან კარანტინში იმყოფებიან, რომ გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაარღვიონ ეს კარანტინი თუ თვითიზოლაცია, რადგან ეს დაკავშირებულია მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან, მათ ირგვლივ მყოფი ადამიანებისა და საზოგადოების უსაფრთხოებასთან. ამ ტიპის ღონისძიებების გატარება ეპიდემიების დროს არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კარანტინში 178 ადამიანია, ხოლო თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცა 1108 პირს.


საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 23 შემთხვევაა დადასტურებული. 

ხელისუფლებამ ახალი ვირუსის პრევენციის მიზნით ზომები უკვე მიიღო. შეწყვეტილია საჰაერო მიმოსვლა ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის მქონე ქვეყნებთან - ჩინეთთან ირანთან და იტალიასთან. ქვეყანაში ორი კვირით შეწყდა სასწავლო პროცესი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ყველა დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა.
COVID19 -ით მსოფლიოში 100 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, 3 000 -ზე მეტი კი გარდაიცვალა. კორონავირუსი ყველაზე მეტად გავრცელებულია ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

ვირუსის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში, ქალაქ უჰანში დაიწყო.


წყარო:interpressnews
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, რუსთაველის
გამზირზე ''რუსული კანონის'' წინააღმდეგ მიმდინარე
აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.


უწყების ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით,
ორგანიზატორებთან შეთანხმების შედეგად, პოლიციამ უზრუნველყო
რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა, რათა შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეებს
საშუალება ჰქონოდათ შეუზღუდავად გამოეხატათ საკუთარი პროტესტი.

ასევე შსს-ის განცხადებით, წინა წლების გამოცდილების
გათვალისწინებით, პარლამენტის შენობის გამოსასვლელების შესაძლო
ბლოკირების, ძალადობრივი ქმედებების პრევენციის და ადგილზე
მართლწესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო
გადაწყვეტილება, რომ აქციის მონაწილეებს არ მისცემოდათ პარლამენტის
შენობის გვერდითა შესასვლელებთან აქციის გაგრძელების საშუალება.
შესაბამისად, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე, პარლამენტის
შესასვლელებთან განთავსდა პოლიციის კორდონები.

''საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გასული წლის 7-8
მარტს მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციაზე გაკეთებულ მსგავს მოწოდებებს,
რომ აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმდებარედ
განლაგებულიყვნენ, შედეგად მოჰყვა პოლიციაზე თავდასხმები, როგორც
ბლაგვი საგნებით ასევე ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“
გამოყენებით.
ასევე, მიუხედავად იმისა, რომ 7-8 მარტს, პოლიციამ
პარლამენტის შენობიდან დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების
გამოსვლის შემდეგ, სრულად გაათავისუფლა საპოლიციო კორდონებისგან
ტერიტორია, აქციის მონაწილეებმა სწორედ მაშინ დაიწყეს პარლამენტის
შენობაზე შტურმი, ცეცხლი წაუკიდეს შენობას, დააზიანეს დამცავი
ჯებირები და ცხაურები, ასევე შეეცადნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას.
გარდა ამისა, დააზიანეს სამინისტროს კუთვნილი ავტომობილები და
პოლიციის სპეციალური აღჭურვილობა.
საზოგადოებრივი წესრიგის მიზანმიმართული, მასობრივი
დარღვევა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. პოლიციამ,
წესრიგის აღდგენის მიზნით, რამდენჯერმე გამოიყენა პროპორციული ძალა და
სპეციალური საშუალებები.

აღნიშნული გამოცდილების გათვალისწინებით, 2024 წლის
15 აპრილს პოლიციამ განახორციელა ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება
რათა ერთის მხრივ თავიდან აეცილებინა ძალადობა, მასობრივი
დაპირისპირება და ამასთან, უზრუნველყო რუსთაველის გამზირზე შეკრებილი
მოქალაქეებისთვის შეკრება-მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის
საშუალება. მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა,
აქციის მონაწილეებს მაინც ჰქონდათ მცდელობა გაერღვიათ საპოლიციო
კორდონები, რა დროსაც პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ
იქნა 14 პირი.
აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობრივი ქმედებების
დროს, დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო
პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა,''-ნათქვამია
განცხადებაში.


რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე გუშინ,
15 აპრილს პოლიციამ 14 ადამიანი დააკავა.
16:35 / 16.04.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, რუსთაველის გამზირზე ''რუსული კანონის'' წინააღმდეგ მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.


უწყების ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით, ორგანიზატორებთან შეთანხმების შედეგად, პოლიციამ უზრუნველყო რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა, რათა შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეებს საშუალება ჰქონოდათ შეუზღუდავად გამოეხატათ საკუთარი პროტესტი.

ასევე შსს-ის განცხადებით, წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით, პარლამენტის შენობის გამოსასვლელების შესაძლო ბლოკირების, ძალადობრივი ქმედებების პრევენციის და ადგილზე მართლწესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აქციის მონაწილეებს არ მისცემოდათ პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელებთან აქციის გაგრძელების საშუალება. შესაბამისად, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე, პარლამენტის შესასვლელებთან განთავსდა პოლიციის კორდონები.

''საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გასული წლის 7-8 მარტს მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციაზე გაკეთებულ მსგავს მოწოდებებს, რომ აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის მიმდებარედ განლაგებულიყვნენ, შედეგად მოჰყვა პოლიციაზე თავდასხმები, როგორც ბლაგვი საგნებით ასევე ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ გამოყენებით.
ასევე, მიუხედავად იმისა, რომ 7-8 მარტს, პოლიციამ პარლამენტის შენობიდან დეპუტატებისა და აპარატის თანამშრომლების გამოსვლის შემდეგ, სრულად გაათავისუფლა საპოლიციო კორდონებისგან ტერიტორია, აქციის მონაწილეებმა სწორედ მაშინ დაიწყეს პარლამენტის შენობაზე შტურმი, ცეცხლი წაუკიდეს შენობას, დააზიანეს დამცავი ჯებირები და ცხაურები, ასევე შეეცადნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას. გარდა ამისა, დააზიანეს სამინისტროს კუთვნილი ავტომობილები და პოლიციის სპეციალური აღჭურვილობა.
საზოგადოებრივი წესრიგის მიზანმიმართული, მასობრივი დარღვევა რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. პოლიციამ, წესრიგის აღდგენის მიზნით, რამდენჯერმე გამოიყენა პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.
აღნიშნული გამოცდილების გათვალისწინებით, 2024 წლის 15 აპრილს პოლიციამ განახორციელა ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება რათა ერთის მხრივ თავიდან აეცილებინა ძალადობა, მასობრივი დაპირისპირება და ამასთან, უზრუნველყო რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეებისთვის შეკრება-მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის საშუალება. მიუხედავად სამართალდამცველების არაერთი მოწოდებისა, აქციის მონაწილეებს მაინც ჰქონდათ მცდელობა გაერღვიათ საპოლიციო კორდონები, რა დროსაც პოლიციის მიერ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ იქნა 14 პირი.
აქციის მონაწილეთა მხრიდან ძალადობრივი ქმედებების დროს, დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა,''-ნათქვამია განცხადებაში.

რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე გუშინ, 15 აპრილს პოლიციამ 14 ადამიანი დააკავა.
გამოცდების ეროვნული ცენტრი 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების
არჩევითი საგნების სტატისტიკას აქვეყნებს.
16:27 / 16.04.2024
გამოცდების ეროვნული ცენტრი 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების არჩევითი საგნების სტატისტიკას აქვეყნებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.