საჩხერეში საკარანტინო სივრცეში მოთავსებულმა 23 პირმა სასტუმრო დატოვა
12:23 / 06.03.2020
საჩხერეს სამედიცინო ცენტრთან
არსებულ სასტუმროში მოთავსებულმა 23 პაციენტმა მედიკოსების
გადაწყვეტილებით საკარანტინო სივრცე დაატოვეს.
სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში სულ 34 პაციენტი იყო
მოთავსებული. სამედიცინო დაწესებულების დირექტორის მიხეილ ქამუშაძის
თქმით, ბოლოს 23 პაციენტი იყო კარანტინში, რომელთა ახალი კორონა
ვირუსის ნიშნები არ აღმოაჩნდათ.
"ყველა მათგანმა საკარანტინო სივრცე დატოვა. ახლა არავინ გვყავს
სასტუმროში. ისე 32 ადგილიანი საკარანტინო სივრცე გვაქვს", - ამბობს
მიხეილ ქამუშაძე.
პაციენტები საჩხერეს საავადმყოფოსთან არსებულ სასტუმროში 22 თებერვალს
მოათავსეს.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ
საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის
დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი
შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.
მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში
საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის
გავრცელების შანსი მინიმალურია.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ
საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის
დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი
შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.
მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში
საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის
მქონე შენობა, რომელსაც ხანძარი ორი წლის წინ გაუჩნდა, ამ
დრომდე მიტოვებულ და მძიმე მდგომარეობაში რჩება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები